თბილისი (GBC) - ლაზიკამ დაკრედიტება გაზარდა. მისოს კვარტალური ანგარიშით, წლიური ზრდა 10%-მდეა.
ლაზიკა კაპიტალის დამფუძნებლის და მმართველის ბესიკ შენგელიას განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ტექნოლოგიური პროცესები მიმდინარეობს, რის ხარჯზეც უნდა შემცირდეს სასესხო განაცხადის დამუშავების დრო, ადამიანური და ფინანსური რესურსი.
რადგან მისოს სამიზნე ჯგუფი თვითდასაქმებულები არიან, მ.შ. სოფლად, მცირე მეწარმეები, მათ დაკრედიტებისას სებ-ის კოეფიციენტებია დასაცავი, რაც პოტენციური მსესხებლის საქმიანობის შესწავლას მოითხოვს. ამით ფასდება კლიენტის ბიზნეს პერსპექტივები და რისკები. ახალი ტექნოლოგია, რომელიც ინერგება მოიცავს ვიდეო-მონიტორინგსაც, ანუ ქმნის დისტანციურად სრულყოფილი ანალიზის შესაძლებლობას.
ბესიკ შენგელიას თქმით, მიკროსაფინანსო ბაზარზე, რომელიც 29 სუბიექტით არის წარმოდგენილი, ერთი-ორი მისო დარჩა, რომლის ბიზნეს მოდელი რეალურად პასუხობს ამ მიმრთულების შინაარსს, გასცემს მიკრო და არა სალომბარდე სესხებს.
ლაზიკა მიკრობანკობის კანდიდატი იყო კრისტალთან და MBC -სთან ერთად, რომლებმაც უკვე დატოვეს მ/ო სექტორი.
ფეხს არ ითრევს, მაგრამ არც ჩქარობს. ზედამხედველთან კვლავ წინასალიცენზიო კონსულტაციების რეჟიმშია და ბიზნესმოდელის ოპტიმიზაციით არის დაკავებული.
Q1/2026 Q1/2025
|
აქტივები |
84'161'153 |
70'442'569 |
₾ |
|
სესხები |
69'608'619 |
64'215'126 |
₾ |
|
შემოსავლები (სა%) |
4'085'052 |
3'648'029 |
₾ |
|
მ.შ აგროსესხებიდან |
2'191'676 |
1'900'125 |
₾ |
|
ხარჯები (არა%) |
2'353'693 |
2'057'724 |
₾ |
|
მ.შ. პერსონალის |
1'530'231 |
1'370'059 |
₾ |
|
წმინდა მოგება |
125'814 |
107'668 |
₾ |
წყარო: მ/ო