თბილისი (GBC) -  იანვრის კლების შემდეგ, თებერვალში ბანკთაშორის ფულადი ბაზარი (ბფბ) თვიურად 3 მილიარდით გაიზარდა, 15,5 მლრდ-დან, 18,7 მლრდ ლარამდე.

იანვრის კლება სავალუტო რესურსის შემცირებით იყო განპირობებული. თებერვალში წილმა 82.5%-ს მიაღწია (01/2025 - 77.4%). ბოლო დროის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი (85.5%) შემოდგომის მიწურულს იყო.

თებერვალში ფულადი ბაზრის რესურსის 47% ერთ თვემდე ვადიანობის დეპოზიტებზე მოდის (იანვარში 67% მოდიოდა). დანარჩენი, 60%-მდე მიმდინარე ანგარიშებია. 

ეროვნულ ბანკს  BMatch -ზე არც თებერვალში უვაჭრია. რეგულატორი შიდა სამთავრობო კონვერტაციებით შემოიფარგლა. საანგარიშო თვეში მთავრობის ოპერაციებით სისტემას 677 მლნ ლარის ლიკვიდობა მოაკლდა, მარტში კი ₾12 მლნ. სებ-მა თებერვალში $148 მლნ-მდე გაყიდა. იანვრის კონვერტაციებში კი რეზერვებიდან 168 მლნ აშშ დოლარი დახარჯა. 

მთლიანობაში იანვარ-თებერვალში რეზერვები 300 მლნ-ზე მეტით შემცირდა.

მარტში რეზხერვების ზრდა აღინიშნება, მცირედით, რაც ძირითადად ბოლო დროს გაზრდილი დეპოზიტების დოლარიზაციის გამო, უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე ბანკების სავალდებულო რეზერვების მატებამ, ასევე ოქროს გადაფასებამ განაპირობა.

რეზერვებზე ზრდის მიმართულებით, სებ-ის სავალუტო შესყიდვები, მთავრობის მიღებული სავალუტო ჩარიცხვები, რეზერვებზე საპროცენტო შემოსავლები მოქმედებს, ასევე მონეტარული ოქროს გაძვირება. კლების  მიმართულებით კი მთავრობის სავალუტო ხარჯები, ასევე სებ-ის გაყიდვები. 

 

 

Bmatch შესყიდვები(გაყიდვები)

 

თებერვალი

  0

იანვარი

  0

დეკემბერი

     $28.6  მლნ 

ოემბერი 

    $124.5  მლნ 

ოქტომბერი 

   ($591.1) მლნ 

სექტემბერი 

   ($106.5) მლნ 

ყაროსებ-  2025/2024