თბილისი (GBC) - თიბისიმ მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, კიდევ ერთი ინოვაციური ფუნქციონალის შექმნაზე განაცხადა. უპრეცედენტო შესაძლებლობა, ნებისმიერი სხვა ბანკის საკუთარ ბარათზე ან პირიქით,თანხის  არა მხოლოდ ლარში, დოლარისა და ევროში მომენტალურის გადარიცხვის.

ფუნქციონალი მოქმედებს მხოლოდ მობაილბანკში და თანხა ბარათზე წამებში ისახება. გადარიცხვის საკომისიო 1%-ია.

ინოვაციური ფუნქციონალით სარგებლობა, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არის. მხოლოდ ფიზიკური პირებისათვის არის შესაძლებელი - ერთჯერადი ტრანზაქციის მინიმალური თანხა €2 ან $2, მაქსიმალური კი, €1000 ან $1000-ია (დამოკიდებულია ტრანზაქციის ვალუტაზე).

თანხის გადასარიცხად, მობაილბანკის გადარიცხვების გვერდის ჩამონათვალში ირჩევა - „სხვა ბანკიდან 24/7-ზე “, შემდეგ ბარათის დამატება ან უკვე არსებულიდან სასურველი ბარათის არჩევა.

“სხვა ბანკიდან 24/7-ზე” ფუნქციონალისა და გადარიცხვის პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია ბმულზე.