თბილისი (GBC) – ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 9 მაისს, 12 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ დაიწყება, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გახსნის. 

რა დაგხვდებათ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე?

პავილიონი 6 - ევროპის გუნდი

შეხვდით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, აღმოაჩინეთ მათი კულტურა, გაეცანით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას და გაიგეთ, როგორ უწყობს ხელს ევროპის საინვესტიციო ბანკი ქვეყნის განვითარებას.

პავილიონი 11 - ევროკავშირის პროექტების სივრცე

გაეცანით ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ინიციატივებს და ნახეთ როგორ უწყობენ ისინი ხელს ცხოვრების გაუმჯობესებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

პავილიონის მიმდებარე ეზოში დააგემოვნეთ ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქცია საქართველოს რეგიონებიდან. შეხვდით ადგილობრივ ოსტატებს, და აღმოაჩინეთ მათი გამორჩეული ნამუშევრები.

პავილიონი 4 - EU საუბრები #ertad

მოუსმინეთ გამორჩეულ მომხსენებლებს საქართველოდან და ევროპიდან, რომლებიც იმსჯელებენ ევროპული ღირებულებების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე

პავილიონი 3

  • ფოტო გამოფენა - „10 წელი ფოკუსში“ - ვიზუალური მოგზაურობა და ბოლო ათწლეულში საქართველოში მიმდინარე ცვლილებები – კონკურსში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებული დოკუმენტურ ფოტოების გამოფენა.
  • აუდიო-ვიზუალური გამოფენა - „ეს ქვეყანა შენია“
  • საგანმანათლებლო თამაში: წიგნების თარო
  • პავილიონის მიმდებარე ეზოში შეუერთდით შეფ ქეთი ბაქრაძეს და ევროპელ დიპლომატებს კულინარიის სპეციალურ სესიაზე, სადაც წარმოდგენილია ავთენტიკური ევროპული კერძები.

ევროპის დღის შესახებ:

ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად, 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. სწორედ 75 წლის წინ წარადგინა შუმანმა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ქვანახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. რეალობად ქცეული იდეა, რომელსაც დღეს ევროკავშირი ჰქვია, ვითარდება, წარმატებით მუშაობს, მშვიდობასა და კეთილდღეობას ემსახურება და 27 ქვეყნის მასშტაბით, 447 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს.