თბილისი (GBC) – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) წლიურ შეხვედრაში, რომელიც აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს IDA-ს 21-ე შევსების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები და IDA-ს მე-20 შევსების პროგრამა შეაფასეს.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საქართველო IDA-ს დონორი ქვეყნების რიცხვს 2022 წელს, ასოციაციასთან თანამშრომლობის 30-ე იუბილეზე შეუერთდა და უკვე რესურსების მეორე შევსებაში მონაწილეობს დონორის სტატუსით.