თბილისი (GBC) - პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს.

კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე ლაშხი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. მარიამ ლაშხს პარლამენტი ახალ თანამდებობაზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

კომიტეტს აქამდე გივი მიქანაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა.