თბილისი (GBC) -  თუ კლინიკა ბიუჯეტში კორონავირუსის პერიოდის დავალიანების 25%-ს გადაიხდის, დარჩენილი ვალდებულებისგან სრულად გათავისუფლდება.

მთავრობის გადაწყვეტილება ჯანდაცვის  მინისტრმა გამოაცხადა. მიხეილ სარჯველაძის თქმით, პანდემიაში დაგროვილი ვალდებულებები, მიახლოებით 26 მლნ ლარია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დავალიანება 47 კლინიკას გააჩნია. ზოგი ვალს არ აღიარებს და გასაჩივრებული აქვს.

 

.