თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.2%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 11.5% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 57.6%-ით არის გაზრდილი. 

RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (2.2%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (1.8%).

2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 10.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.5%-ით. 

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია 2025 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ²-ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით. 

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია ახალაშენებული (დასრულებული) ბინების სეგმენტში 1მ²-ის მედიანური ღირებულება, მათი მდგომარეობის (კარკასის) მიხედვით.