
ამასთან, ელჩის თქმით, საქართველოში პროფესიული საქმიანობის დაწყების პირველივე დღიდან აფასებს იმ ძალისხმევას, რომელსაც ქართველები დემოკრატიის დასაცავად აკეთებენ და ასევე ნახა განსხვავებული რელიგიისა და ეროვნების ადამიანების ერთობლივი, მშვიდობიანი თანაცხოვრება.„ჩემი აქ ყოფნის დროს ვნახე, უამრავი ქართველის დიდი ძალისხმევა დემოკრატიის დაპირების შესასრულებლად. მე ვნახე რელიგიის თავისუფლება თბილისის გულში, სადაც ეკლესიების, სინაგოგებისა და მეჩეთების მშვიდობიანი თანაარსებობა ქართველი ხალხის მეგობრული სულისკვეთებისა და შემწყნარებლობის მკაფიო გამოხატულებაა.მსმენია ზოგიერთისგან, რომ თითქოს ქართულ-ამერიკული პარტნიორობა მხოლოდ სახელია. თუმცა, ვფიქრობ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება - ამერიკელები და ქართველები ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჭეშმარიტი პარტნიორები არიან დემოკრატიისკენ სწრაფვაში. მე შევხვდი ათასობით ქართველს, რომლებმაც მითხრეს, თუ როგორ დაეხმარა მათ აშშ-საქართველოს პარტნიორობა. ფერმერები, მასწავლებლები, სტუდენტები, ექიმები, ბიზნესმენები, ყველა მათგანი მეუბნებოდა, როგორ შეცვალა უკეთესისკენ მათი ცხოვრება ამერიკასთან თანამშრომლობამ.2008 წელს, რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები აქ იყო. როდესაც რუსული ტანკები უკან იხევდნენ, ამერიკელი ინჟინრები, ამერიკული ტრაქტორები და საკვები დახმარება უკვე მოდიოდა იმიტომ, რომ სწორედ ასე იქცევიან მეგობრები დემოკრატიებში. მე შევხვდი უამრავ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, სამედიცინო მკვლევარსა თუ სამართალდამცავს, რომლებიც ამერიკელ კოლეგებზე საუბრობენ, როგორც თავიანთ ძმებზე და დებზე. ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ, რათა გავაუმჯობესოთ ქართველებისა და ამერიკელების ცხოვრება, რათა ორივე ქვეყანამ შეასრულოს დემოკრატიის დაპირება“, - განაცხადა ელჩმა.მისი თქმით, ახლაც საქართველოში ბევრი ადამიანი იხდის ფასს დემოკრატიის დაცვისთვის და ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი მოქალაქეები პატიმრობაში არიან.„ეს არის დღე, როდესაც ვფიქრდებით ჩვენს ვალდებულებაზე მომავალი თაობების წინაშე, რაც მაძლევს საშუალებას გადავიდე დემოკრატიის მეორე მნიშვნელოვან პრინციპზე: ვალდებულებაზე. თავისუფლებების შენარჩუნების ფასი რეალურია. ჩვენმა სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცებმა და ქალებმა ეს ძალიან კარგად იციან, და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, რომ თავიანთი სურვილით იხდიან უმაღლეს ფასს თავისუფლებისთვის.ახლაც ბევრი სხვა ადამიანი იხდის ფასს დემოკრატიის დაცვისთვის. დღესაც, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი მოქალაქეები პატიმრობაში არიან. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სამიზნედ იქცნენ კანონის უზენაესობის, თავისუფალი მედიის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის. ასევე, არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც „რადიკალებად" იწოდებიან, რადგან მათი შეხედულებები განსხვავდება ხელისუფლების წარმომადგენლების შეხედულებებისგან", - განაცხადა დანიგანმა.2 ივნისს, თბილისში, აშშ-ის საელჩოში გამართულ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თუმცა ესწრებოდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი.დღევანდელ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე. IPN
1751475833

გახარიამ თეა კომისიას უთხრა, რომ ჩამოვა, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისთვის. მიაჩნია, რომ ოცნება რევოლუციით კი არა, არჩევნების გზით უნდა დაემხოს."ყველა ბუზის ბზუისო და გახარიასთან ყველა ტყუისოს" შემოქმედებმა მას მატყუარა უწოდეს, ბანძი და მშიშარა. ოცნების ქეთელაურმა კი გააფრთხილა, რომ აღარ გაიცინოს (ნუ იკრიჭებიო).გახარიამ კომისიას უთხრა, რომ ევროპაში კი არ გაქცეულა, საპასუხისმგებლო მისიით არის გაფრენილი (უკან დასაბრუნებელ ბილეთი აქვს). მუშაობს თავისი პარტიის ერთიან სოციალურ დემოკრატიულ ოჯახში გაწევრიანებისთვის. შეხვედრებს მართავს ევროლიდერებთან, რომ დაარწმუნოს, რამდენად იმსახურებს ქართველი ხალხი ევროპის ერთიანი ოჯახის წევრობას.
1751467779

აქციების შეძენა განხორციელდება ღია ბაზარზე, ხოლო ხაზინიდან დაბრუნებული აქციების გაუქმება განხორციელდება ყოველთვიურად. გამოსყიდვის მიზანია GCAP-ის სააქციო კაპიტალის შემცირება.პროგრამის ფარგლებში, თითო აქციაზე გადახდილი მაქსიმალური ფასი არ უნდა აღემატებოდეს უკანასკნელად გამოქვეყნებულ აქტივების წმინდა ღირებულებას თითო აქციაზე (NAV per share).პროგრამის ზრდა წარმოადგენს GCAP-ის იმ ადრე გამოცხადებული განზრახვის დასასრულს, რომლის მიხედვითაც კომპანიას სურდა 2026 წლის ბოლომდე კაპიტალის დაბრუნების მიზნით გამოეყო ₾300 მლნ - რაც ამ მიზნის განხორციელებას საგრძნობლად ადრეულ ვადაში ნიშნავს.2025 წლის ყოველწლიური საერთო კრების (AGM) გადაწყვეტილებით, მაქსიმუმ 5,233,275 აქციის გამოსყიდვაა ნებადართული. პროგრამა სამი თვით, 2025 წლის 2 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.აქციათა გამოსყიდვის პროგრამას Numis Securities Limited (Deutsche Numis) მართავს. დახურულ პერიოდებში, კომპანიასა და მის დირექტორებს არ აქვთ უფლება, ცვლილება შეიტანონ პროგრამაში და მისი განხორციელება სრულად Deutsche Numis-ის შეხედულებით ხდება.შეგახსენებთ, GCAP Georgia Global Utilities-დან სრულად გადის. ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში დადებული გარიგების პირობების შესაბამისად, ესპანური ჰოლდინგი Aqualia Georgia Global Utilities-ში დარჩენილ 20%-იან წილსაც გამოისყიდის, რისთვისაც GCAP-ს $70.4 მლნ-ს, ივლისის ბოლომდე გადაუხდის. ხოლო, სად მიმართავს ინვესტიციას GCAP ჯერ ცნობილი არაა.
1751466983

მ.შ. წულუკიანმა, ტექნიკური ხარვეზის მიზეზით, თუმცა შემდეგ, ხმის, გონორის და ლამპის დაწევისკენ მოუწოდა. გახარიას თქმით, მისი გაპრემიერების შემდეგ, 7 საგუშაგოს განთავსების გეგმა რატომღაც შეიცვალა. მას შემდეგ რაც სუს-ში ლილუაშვილი და შსს-ში გომელაური მივიდა. ქართულის ნაცვლად რუსული საგუშაგოები გაჩნდა.გახარიას ბოლოს მაინც არ დაასრულებინეს. წულუკიანმა კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადაიყვანა და გურამს დაასმევინა კითხვა. თქვა, რომ რეგლამენტი მისი პრეროგატივაა, შს ექსმინისტრმა და ექსპრემიერმა წულუკიანი და დანარჩენები ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. ოკუპანტისთვის ბოდიშის მოხდისთვის და ქვეყნისთვის ომის დაწყების ბრალდების წარდგენისთვის. რამაც სასაზღვრო ზოლში უმართავი პროცესები წაახალისა.
1751462864

Change Inspire საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექ ღონისძიებაა. წელს იგი სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიურ ლიდერებსა თუ ინჟინრებს მეექვსედ უმასპინძლებს. ღონისძიება 4 ივლისს Pullman Tbilisi Axis Towers-ში გაიმართება თემით — „AI ჩემპიონთა ლიგა“.საქართველოს ბანკის გუნდი კონფერენციაზე წარმოაჩენს, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ტრანსფორმაცია განიცადოს არა მხოლოდ ცალკეულმა პროცესებმა, არამედ მთლიანად, ორგანიზაციულმა კულტურამ და სამომხმარებლო გამოცდილებამ.უფრო კონკრეტულად კი საქართველოს ბანკის წარმომადგენლები ღონისძიებაზე შემდეგი თემებით წარდგებიან: ვაჟა მანტუა, IT დირექტორი, (Core IT & Data) – Where BoG Tech Strategy Meets AI; მიხეილ ნადარეიშვილი, მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორი – Disrupting Ourselves through AI: the Case of Bank of Georgia; ედგარ ბრუტიანი, ანალიტიკური პროექტის ლიდერი – Human-Led, AI-Powered: Inside Our Generative AI Integration Journey; თამარ გრიგალაშვილი, ანალიტიკური პროექტის ლიდერი, ნიკა ჭონიშვილი, მონაცემთა მეცნიერი და ალექსანდრ ბერნადსკი (AWS) – Elevating Customer Support Productivity with GenAI; ალექსანდრე ხორბალაძე, Expert ანალიტიკოს-დეველოპერი – AI Code Reviewer; ნინო სასანია, მონაცემთა ინჟინერიის ლიდი – The Power of Data Literacy. გიორგი მერკვილაძე, ტექ პროდაქტ ოუნერი – Enterprise Data Repository. კონფერენცია დამსწრეებს შესაძლებლობას მისცემს, ხელოვნური ინტელექტის სფეროში მიმდინარე ცვლილებები შეისწავლონ, დარგის ექსპერტებისგან პრაქტიკული რჩევები მიიღონ და თანამოაზრეებს გაეცნონ.შემოუერთდით „AI ჩემპიონთა ლიგას“ და გახდით ტექნოლოგიური მომავლის ნაწილი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს.
1751461185

ბანკების აქტივები წლიურად 15%-მდეა გაზრდილი და ივნისის მდგომარეობით (01.06.2025) 98.2 მლრდ ლარამდეა (01.06.2024 – 85.6 მლრდ. +14.7%Y.Y).აქედან 97% მილიარდერებზე (ბანკი >1მლრდ -ის აქტივებით) მოდის.01.06.2025-ის მდგომარეობით, მსხვილაქტივებიანებს მიუერთდა ხალიკ ბანკი, ყაზახური კაპიტალით.ბაზარზეე მილიარდზე მეტი აქტივებით 9 ბანკია. მ.შ. 8, უცხოური კაპიტალის მონაწილეობით საწესდებო კაპიტალში და 1 - ქართუ.5 თვის ანგარიშგებით, სექტორი 19 ბანკითაა წარმოდგენილი. მ.შ. 2 მიკრო და 3 ციფრული ბანკით. ჯამური კაპიტალი 14.569 მლრდ ლარია, ბანკების მთლიანი აქტივების 14.8%.
1751457859
ბრიტანულ–ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გილაურის წინააღმდეგ...
1750926241
დავით ბეჟუაშვილი: მამუკას და ბადრის დაკავება ქვეყნის საინვესტიციო პოტე...
1750932868
GIG ჰოლდინგის შვილობილმა კომპანიამ უკრაინაში სამშენებლო კომპანია Ukrbu...
1750773764
ელ/სადგურების სიმძლავრე 9 გიგავატამდე გაიზრდება - G&T -ის კვლევა
1750430282
კობახიძე: საქართველო ეკონომიკური ზრდით რეგიონში და ევროპაში პირველია
1751016019