თბილისი(GBC) - ფინანსური ანგარიშის მიხედვით ,,შპს აჭარა ტექსტილე’’ 2021 წელს პანდემიის წელთან შედარებით (2020) ამონაგებს 88%-ით 295.3 მლნ ლარამდე ზრდის.

კომპანიამ 115%-ით 245.3მლნ ლარამდე გაზარდა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება (რ.ს.თ),შესაბამისად კომპანიის საერთო მოგება 49მლნ ლარი დააფიქსირა.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა,რომ კომპანიას მოგება გაეზარდა, კომპანია 1.7მლნ ლარის ზარალშია. საერთო მოგების 88%-მდე ანუ 43.1მლნ ლარი კომპანიამ თანამშრომელთა ხელფასებში გადაიხადა.

საანგარიშო პერიოდში კომპანიამ 13.3%-ით 406.9მლნ ლარამდე გაზარდა აქტივები, ხოლო 2%-ით  43.7მლნ ლარამდე შეუმცირდა კაპიტალი.

შპს ,,აჭარა ტექსტილე’’ მეორე წელია ოქტომბრის ექსპორტიორთა ათეულშია შემდეგ კომპანიებთან ერთად:

(2022ოქტომბერი)აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის ს/ფ; სს RMG Copper;სს რუსთავის აზოტი;შპს Caucasian Metals Terminal;შპს RMG Gold;შპს კავკასიის ავტოიმპორტი;შპს ტოიოტა კავკასია;შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია;შპს ჯი ემ ფარმასიუთიქალს.

(2021ოქტომბერი)აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის ს/ფ; სს RMG Copper;სს რუსთავის აზოტი;შპს Caucasian Metals Terminal;შპს RMG Gold; შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი;შპს ჯეი თი აი კავკასუს;შპს ტოიოტა კავკასია;შპს ჯორჯიან მანგანეზი.

აჭარა ტექსტილე დაარსებულია 2008 წელს. მისი 100% წილის მფლობელია ს.ს "აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთ",თურქეთი.

აჭარა ტექსტილე ფ/ა

2021

2020

ამონაგები

294.3

156.6

რ.ს.თ

(245.3)

(144.3)

საერთო მოგება

49

42.3

საოპერაციო მოგება

(1.7)

6.1

თანამშრომელთა ხელფასი

(49)

(30)

აქტივები

106.9

94.3

კაპიტალი

43.7

44.6

 

 

 

 

 

 

თანხა მლნ ₾