
ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შესახებ და აღნიშნა, რომ დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 4 901 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 34 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 4 867 განაცხადი დარეგისტრირდა.როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებებით, შეიცვალა სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის წესი და პრინციპებიც, რამაც მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი იქონია ბიუჯეტის შემოსავლებზეც.2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 65 პროცენტით და ჯამში 739 მლნ. ლარი შეადგინა.ლაშა ხუციშვილის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, შემუშავებული წინადადებების/შემდგომი ნაბიჯების დოკუმენტის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს მიერ, 2022 წელს მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც აწესებს ახალი სანებართვო საქმიანობის სახეებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ონლაინ) აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზებაზე, ადგენს სანებართვო პირობებს, სანებართვო მოსაკრებლის ოდენობებს და პასუხისმგებლობას სანებართვო პირობებისა და წლიური სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებზე.აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტი სრულად ამოქმედდება 2024 წლიდან.
1679563114

სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ისეთ რეფორმებზე, როგორებიცაა: სახელმწიფო ფინანსების მართვა, სახელმწიფო ინვესტიციების მართვა, ვალის მართვა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, საგადასახადო დანახარჯების ეფექტიანობის შესწავლა, რეფორმები საგადასახადო და საბაჟო მიმართულებებით.როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს მიმდინარე პროგრესის შეფასებას, ანალიზსა და მასზე დაფუძნებულ დაგეგმვას.მისი თქმით, 2022 წლის ბოლოს, შემუშავდა საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგიის პროექტი. აღნიშნული სტრატეგია ფორმალიზებული საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგიის მეოთხე განახლებაა და ფარავს 2023-2026 წლებს და უახლოეს მომავალში დამტკიცდება.ასევე, 2022 წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ, განხორციელდა საინვესტიციო პროექტების მართვის სისტემის შეფასება (PIMA), რის საფუძველზეც მოხდა საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგიის მნიშვნელოვანი განახლება.როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, 2022 წლის ბოლოს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგიით, საინვესტიციო პროექტების შეფასების ვალდებულება, უკვე საკანონმდებლო მოთხოვნას წარმოადგენს. მისი თქმით, განახლდა ვალის მართვის სტრატეგია 2023-2026 წლებისათვის.ლაშა ხუციშვილი, ასევე, შეეხო სახელმწიფო საწარმოების რეფორმას და აღნიშნა, რომ მთავრობამ წლის დასაწყისში დაამტკიცა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის სტრატეგია.„სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ჩვენი რეფორმების დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელშიც ჩართულია ჩვენი, პრაქტიკულად, ყველა პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი. აღნიშნული რეფორმა, აგრეთვე, წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ნაწილს. რეფორმის პირველ ეტაპზე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან ერთად, შერჩეულია სამი საპილოტე საწარმო, რომლებშიც რეფორმის ელემენტების დანერგვა წელსვე დაიწყება. ეს საწარმოებია: საქართველოს რკინიგზა, გაზის ტრანსპორტირების კომპანია და აეროპორტების გაერთიანება. რეფორმის სტრატეგიის თანახმად, წელს განხორციელდება საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად, მოაწესრიგებს საწარმოების ფლობის პოლიტიკასაც", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, 2020 წლიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აქტიური მუშაობა დაიწყო საგადასახადო დანახარჯების, ანუ კანონით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების ანალიზზე.მისი თქმით, 2022 წლის განმავლობაში შეფასდა დღგ-ის, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების ე.წ. საგადასახადო დანახარჯები, რომლებმაც, დაახლოებით, 2.8 მლრდ ლარი შეადგინა (2021 წლისთვის).„საბიუჯეტო კოდექსის ცვლილების მიხედვით, აღნიშნული დოკუმენტი გახდა საბიუჯეტო პროცესის ნაწილი და ყოველ წელს მისი განახლებული ვერსია დაერთვება საბიუჯეტო დოკუმენტაციას. მიმდინარე წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით, დაიწყება რიგი შეღავათების ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი, რომლის შედეგების მიხედვით, შესაძლებელი იქნება მათ ნაწილობრივ ოპტიმიზაციაზე მსჯელობის დაწყება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
1679562794

მისი თქმით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს რეალური მშპ-ის ზრდა კვლავ ორნიშნა იყო და 10.1 პროცენტი შეადგინა.როგორც მან აღნიშნა, 2021-2022 წლებში ეკონომიკის დონე სრულად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ ტრენდს და მნიშვნელოვანი ზრდა გრძელდება 2023 წელსაც (იანვარში 8.4%-იანი ზრდა). მინისტრის თქმით, მოსალოდნელია, რომ არსებული დადებითი დინამიკა, მომდევნო პერიოდშიც შენარჩუნდება და შესაძლებელი გახდება ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა.ინფლაციაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ 2022 წელს, მისმა ტემპმა, ძირითადად, საგარეო მოვლენებით გამოწვეული შოკების გამო მოიმატა. „რუსეთ-უკრაინის ომმა და მიწოდების არხების კიდევ ერთხელ შეფერხებამ, ინფლაციაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივნისიდან ინფლაციის ტემპმა შემცირება დაიწყო და 2023 წლის თებერვლის საერთო ფასების წლიური ზრდა 8.1% იყო. მიმდინარე წლის განმავლობაში, მოსალოდნელია ამ ტრენდის შენარჩუნება და სხვა თანაბარ პირობებში, წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ 3%-იან ნიშნულთან დაახლოება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.მისი თქმით, 2022 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქონლის ექსპორტი 31.8 პროცენტით გაიზარდა და 5.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ უმსხვილესი საექსპორტო მიმართულება ევროკავშირი იყო, სადაც ექსპორტი 20.3%-ით გაიზარდა და მთლიანი ექსპორტის 15.4% შეადგინა. მეორე ადგილზე ჩინეთია 13.2%-იანი წილით (19.7%-იანი ზრდა), მესამეზე კი აზერბაიჯანი, სადაც ექსპორტი 26.5%-ით გაიზარდა და მთელი ექსპორტის 12.0% შეადგინა.გასულ წელს, იმპორტის მოცულობა 34.5 პროცენტით გაიზარდა და 13.6 მლრდ აშშ დოლარი დაფიქსირდა. თუმცა, აქ აღსანიშნავია, რომ იმპორტის ზრდაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გაზრდილ ტურიზმთან დაკავშირებულმა იმპორტმა. ტურიზმის ეფექტის გარეშე, იმპორტის ზრდა 27.1 პროცენტი იყო.სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრი, ასევე, შეეხო ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან მიღებულ შემოსავლებს. მისი თქმით, 2022 წელს საგარეო სექტორის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტურიზმის სექტორის აღდგენამ.ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა, გასულ წელს 3.5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. 2019 წელთან მიმართებით ტურიზმიდან ქვეყნის ეკონომიკაში მიღებული შემოსავლების აღდგენამ 107.6 პროცენტი შეადგინა.„თუ ტურიზმის შემოსავლებიდან გამოვრიცხავთ რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული ტურისტების თანხას, 2019 წელთან შედარებით, აღდგენის მაჩვენებელი 91,0 პროცენტს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ ტურიზმი წელსაც გააგრძელებს ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.რაც შეეხება ფულად გზავნილებს - ფულადი გზავნილების ზრდის ტემპმა განსაკუთრებით მოიმატა 2022 წელს. შემოდინება 2021 წელთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაიზარდა და 4.4 მლრდ დოლარს მიაღწია.„თუმცა, ამ მხრივ, 2022 წელი თვისობრივადაც განსხვავებული იყო. რუსეთში დაწესებული კაპიტალის კონტროლის ღონისძიებების გამო, 2022 წელს ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკაში, აგრეთვე, მოხვდა ტურისტებისა და მიგრანტების მიერ სწრაფი ფულადი გადარიცხვის საშუალებით შემოტანილი თანხებიც, რომელიც რიგ შემთხვევაში, დაკავშირებული იყო საცხოვრებელი ადგილის ცვლილებასთან", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.მისი თქმით, 2022 წელი წარმატებული იყო საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიმართულებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მესამე კვარტალში, დაფიქსირდა მიმდინარე ანგარიშის დადებითი სალდო 400 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით (მშპ-ის 5.9%), რაც ისტორიული მაქსიმუმია. სამი კვარტალის ჯამურმა დეფიციტმა რეკორდულად დაბალი, 459.4 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ის 2.7 პროცენტი შეადგინა.„2022 წელს წინასწარი შეფასებით, ველოდებით დეფიციტის შემცირებას მშპ-ის 3-3.5 პროცენტის ფარგლებში, რაც, ასევე, ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებელია", - განაცხადა მან.ლაშა ხუციშვილის თქმით, მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი დაფინანსების წყაროებიც, საიდანაც უმთავრესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყო.„გასულ წელს, ისტორიული მაჩვენებელი დაფიქსირდა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, სადაც ევროკავშირის, ბრიტანეთისა და აშშ-ის წილი 72.6 პროცენტი იყო. პანდემიის დროინდელი კლების შემდეგ, ზრდა დაიწყო მთლიანმა ინვესტიციებმაც. წინასწარი შეფასებით, 2022 წელს მთლიანი ინვესტიციების თანაფარდობამ მშპ-სთან მიმართებით 22 პროცენტი შეადგინა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
1679561982

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.გარდა ამისა, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ფარგლებში, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი", გამოვლენილი იქნა ისეთი ცოცხალი მცენარეების შემოტანის ფაქტი, რომელთა იმპორტიც საქართველოს ტერიტორიაზე, ყველა ქვეყნიდან არის აკრძალული.საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული მცენარეები დაექვემდებარა განადგურებას.
1679480352

„1993 წლიდან, 22 მარტს წყლის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველო უერთდება მსოფლიო კამპანიას - 30 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს დასუფთავების კვირეული წყლის რესურსების დაბინძურებისგან დასაცავად. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ, როცა მსოფლიოში გაუდაბნოების პროცესი მიმდინარეობს, სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება წყლის რესურსების ეფექტიან გამოყენებას და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.„21-ე საუკუნეში ყველაზე დიდი სიმდიდრე არის წყალი და ყველაზე მეტად რასაც უნდა გავუთხილდეთ წყალია. ჩვენთვის საქართველოსთვის ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი. დღევანდელი დღე ეძღვნება სწორედ იმას, რომ დავიცვათ ჩვენი მდინარეები, ტბები და ზღვა ნარჩენებისგან”, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ.გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის დაწესებისა და აღნიშვნის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებას და მის დაცვას. გაეროს შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, 2030 წლისთვის, მსოფლიოში სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეს ყველას!აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მსოფლიო კამპანიის დევიზია: „ცვლილებების ხელშეწყობა წყლისა და სანიტარიული კრიზისის მოსაგვარებლად“, რაც ხაზს უსვამს გადამწყვეტი ზომების მიღების მნიშვნელობას წყლის გლობალური კრიზისის მოსაგვარებლად.
1679478646

აქედან ექსპორტმა $0.9 მლრდ (+20.3% y,y), ხოლო იმპორტმა $2მლრდ (+9% y.y) შეადგინა.გთავაზობთ ამ პერიოდის ტოპ 5 ექსპორტ/იმპორტირებული პროდუქციას:ექსპორტი:1. მსუბუქი ავტომობილები - $236.8მლნ-ს 13,501 ერთეული;2. სპილენძის მადნები და კონცენტრანტები - $143.4მლნ-ს 76.6 ათასი ტონა;3. ფეროშენადნობები - $71.7მლნ-ს 57.4 ათასი ტონა;4. ღვინო - $34.5 მლნ-ს 11.7 მლნ ლიტრი;5. სპირტიანი სასმელები - $24.2 მლნ-ს 6.8 ათასი ტონა;ამ ხუთი პროდუქციის ჯამი, მთლიანი ექსპორტის 56%-ია.იმპორტი:1. მსუბუქი ავტომობილები - $207.8 მლნ-ს 12,866 ერთეული;2. ნავთობის აირები - $175.5 მლნ-ს 750.3 ათასი ტონა;3. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $158.4 მლნ-ს 196.5 ათასი ტონა;4. სპილენძის მადნები და კონცენტრანტები - $108.1 მლნ-ს 59.1 ათასი ტონა;5. სამკურნალო საშუალებები - $71.3 მლნ-ს 1.9 ათასი ტონა.ამ ხუთი პროდუქტის ჯამი, მთლიანი იმპორტის 25%-ია.
1679473834

აღნიშნული რეფორმა ითვალისწინებს ტაქსის მძღოლებისათვის ნებართვის უვადოდ საკუთრებაში გადაცემას.მერმა აღნიშნა, რომ ახალ რეფორმასთან ერთად ფუნქციონირებას დაიწყებს ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge, რომელიც ელექტრონულად მოემსახურება ტაქსის ნებართვების ბაზარზე ბრუნვას. ბრუნვაში ნაგულისხმევია, ტაქსების ნებართვის როგორც გაყიდვა,ისე ნებართვის იჯარით გაცემა.მერიის განცხადებით, უვადო ტაქსის ლიცენზიების რაოდენობა 35,000 ერთეულს აღემატება.მერმა ასევე აღნიშნა, რომ პირებს, რომლებმაც მიიღეს ტაქსის ლიცენზია, ლიცენზიის გააქტიურება შეეძლებათ 2024 წლის 1 აპრილამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა განსაზღვრულია 1 დღეში 3 ლარის ოდენობით.მერმა ასევე აღნიშნა, რომ ლიცენზირებულ A კატეგორიის ტაქსებს, 1 აპრილიდან შეეძლებათ ავტობუსის ზოლში მგზავრის აყვანა/ჩამოსმა.
1679470405

„პროექტის მიზანია, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტისთვის ინფორმაციის მიწოდება ისე, რომ მოქალაქეს არ მოუწიოს ცხელ ხაზზე რეკვა, ინფორმაცია იყოს სრულყოფილი და მუნიციპალიტეტმა შეძლოს პრობლემის მარტივად იდენტიფიცირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ამ აპლიკაციის მეშვეობით მოქალაქე შეძლებს ინფრასტრუქტურული პრობლემის ასახვას ფოტოკადრზე, მისამართის მითითება და აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის საქალაქო სამსახურს. უწყებები მოახდენენ მიღებულ ინფორმაციაზე რეაგირებას, ხოლო შეტყობინების ავტორი მოქალაქე აპლიკაციაშივე მიიღებს განახლებულ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა მის მიერ დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება.კალაძე საკმაოდ რთულსა და საპასუხისმგებლოს უწოდებს ახალი აპლიკაციის ამუშავებას, რადგან დედაქალაქში ხშირად ზიანდება ინფრასტრუქტურა და მანამდეც მერიის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა ოპერატიული რეაგირება იყო ამ პრობლემებზე.კალაძის თქმით, მოქალაქეები შემდეგი პრობლემების დაფიქსირებას შეძლებენ აპლიკაციის მეშვეობით: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება; ხე–მცენარეების დაზიანება; გარე განათების დაზიანება; საპარკე ინფრასტრუქტურის დაზიანება. მერის თქმით, აპლიკაცია 1–ლი მაისიდან გაეშვება, თუმცა მანამდე, აპრილში, კამპანიას გამართავენ საზოგადოებისთვის ამ აპლიკაციის უფრო ფართოდ წარდგენისთვის.
1679469410

მინისტრის თქმით, პირიქით, მთავრობა დიდ აქტივობებს გეგმავს - სახელმწიფოს უამრავი გეგმა, მიზანი და ამოცანა აქვს იმისთვის, რომ კიდევ უფრო შეუწყოს ხელი ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებას.პროექტი 2018 წლიდან ხორციელდებოდა - მსოფლიო ბანკის ფინანსური ხელშეწყობით, დღემდე სულ 186 პროექტი დაფინანსდა, 40 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო დახმარება და 3000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილი და მხარდაჭერილი არაერთი ქართული სტარტაპი საერთაშორისო ბაზარზე გავიდა და წარმატებით საქმიანობს. ლევან დავითაშვილმა პროექტის მხარდაჭერისა და მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა როგორც მსოფლიო ბანკის გუნდს, ისე თავად სტარტაპერებს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მომავალშიც აქტიურ მუშაობას აპირებს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით.ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, მთავრობამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მსოფლიო სამეულში მყოფი აქსელერატორი - „500 სტარტაპი“ შემოიყვანა, ამ პროგრამის რამდენიმე ეტაპი უკვე წარმატებით დასრულდა და მომავალში გაგრძელდება ახალი სტარტაპკომპანიების, ინოვაციური იდეების დაფინანსება.„გვინდა, მაქსიმალურად მეტი ადამიანი მოვიცვათ, ვისაც ინოვაციური იდეები აქვს, ან სურს, თავისი ნიჭი ახალ მიმართულებებს მოახმაროს, დახვეწოს თავისი უნარები. წელს და მომავალ წელს რამდენიმე ათასი დამწყები აიტი სპეციალისტის მომზადებას ვაპირებთ. პროფესიული კადრების მომზადებითა და სტაპტაპ იდეების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ საქართველოში ისეთი კომპანიების ჩამოყალიბებას, რომლებიც ჩვენს ქვეყანას სახელს გაუთქვამს საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი.პრეზენტაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ ყურადღება გაამახვილა ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე - კერძო ინვესტორების ჩართულობასა და ქართული სტარტაპების დაფინანსებაზე. მან ასევე სხვადასხვა ნომინაციაში გამორჩეული სტარტაპები დააჯილდოვა.
1679464795

,,27 მარტიდან იწყება ზაფხულის სანავიგაციო სეზონი, დგება აქტიური მოგზაურობის დრო და ჩვენც, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა და ბარგის მომსახურების თანამშრომლები შესაბამისად მომზადებულები ვხვდებით ტურისტულად დატვირთულ სეზონს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ტრენინგმა საშუალება მოგვცა დოკუმენტაციის შემოწმების მიმართულებით კომპეტენცია აგვემაღლებინა და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში ვიზის მოთხოვნასთან დაკავშირებულ სიახლეებს გავცნობოდით,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა და ბარგის მომსახურების მენეჯერმა ომარ ტყეშელაშვილმა.საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე მეტი პირდაპირი რეისი, ამ ეტაპისთვის 28 მიმართულება, ქუთაისის აეროპორტიდან ხორციელდება, ივნისიდან კიდევ 5 ევროპული მიმართულება ემატება. ევროპის მიმართულებით გამფრენი მგზავრი აეროპორტში მისვლისას თავდაპირველად გადის ე.წ. Precheck-ს, სადაც ქართველ მესაზღვრეებთან ერთად ევროკავშირის Frontex-ის მესაზღვრეებიც დგანან. მესაზღვრეები რეგისტრაციამდესაქართველოს მოქალაქეებს ყველა საჭირო დოკუმენტაციას უმოწმებენ, შემდეგ მგზავრთა და ბარგის მომსახურების თანამშრომლები რეგისტრაციისას საქართველოს გარდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არ აქვთ, უმოწმებენ პასპორტს, ვიზას, გაფრენის ბილეთს და დამატებით სხვა სამგზავრო დოკუმენტაციას.
1679394260
რომელი ქვეყნის პასპორტია ყველაზე „ძლიერი“
1678964746
VTB მოგებას იბრუნებს, კრედო TOP-3-ში ინაცვლებს -ბანკების რეიტინგი
1679416753
„ვისოლ ავტო ექსპრესმა“ „თეგეტა რითეილს“ მეორე ტენდერიც მოუგო
1679311750
თიბისი ტარიფებს ცვლის
1678711478
თურქეთმა რუსეთში სანქცირებული ტვირთების ტრანზიტი შეწყვიტა
1678363656