თბილისი (GBC) – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი", თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი პომიდვრის 2 სასაქონლო პარტია (საერთო წინა 32 039 კგ.) იქნა შეჩერებული.

სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, პასუხისმგებელი ფიტოსანიტრის მიერ, საქონლის ინსპექტირებისას, პომიდორზე საკარანტინო მავნე ორგანიზმისთვის (Tuta Absoluta) დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.