თბილისი (GBC) -  სისტემური ბანკები ლომბარდს ვერ ელევიან.  Q3/2022 –ისთვის 3 ბანკს 0.6 მლრდ -ის  ოქროს სალომბარდე სესხები აქვს გაცემული. და ყველაზე მაღალი კონცენტრაციით ლიბერთი ბანკის პორტფელია წარმოდგენილი.

ოქროთი  უზრუნველყოფილი სესხების წილი  ლიბერთის მთლიან პორთფელთან (2,4 მლრდ) 7% -ია. ლონდონში დალისტული თიბისის და საქართველოს ბანკის საკრედიტო დაბანდებაში კი  ოქროს ლომბარდის წილი 1.8% -1.1%-ით განისაზღვრება.

ლომბარდის პირობები  თითქმის იდენტურია. ამ დროისთვის  წლიური განაკვეთი 18%-ია. მათ შორის, ლიბერთის შეთავაზებულზეც, 14 ნოემბრიდან  დაწყებული აქციის ფარგლებში (სტანდარტული განაკვეთი 24%-ია).  

ოქროს სალომბარდე ბაზარზე გარკვეული  განსხვავებებია მოცულობასთან პროპორციაში მცირე თანხის მსესხებელს (< ₾ 300 ) უფრო ძვირი უჯდება: თვეში 1.5%-ის ნაცლად, 2; 2.5%-ის გადახდა უწევს.

16 ნოემბრის მდგომარეობით,  1 გ ბაჯაღლოს  ბანკები 130-137 ლარად აფასებს.  900, 916 სინჯის ოქროს  125-129 ლარად. 585 სინჯის 1 გ ოქროს ფასი კი 80-84 ლარის ფარგლებშია.  

 

ბანკები  ოქროს ლომბარდით 

 კომერციული ბანკი

Q3/2022 ( ₾)

ლიბერთი

165 898 468

საქართველოს ბანკი

281 187 247

თიბისი ბანკი

186 507 836

წყარო: ბანკები