თბილისი (GBC) – ვაშინგტონში თეთრი სახლის მიმდებარედ მომხდარი სროლის დროს აშშ–ის ეროვნული გვარდიის ორი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ დასავლეთ ვირჯინიის გუბერნატორმა პატრიკ მორისმა განაცხადა. ვაშინგტონის პოლიციის სამმართველოს ცნობით, ერთი თავდამსხმელი დაკავებულია.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც ინციდენტის დროს ფლორიდაში იმყოფებოდა, ოპერატიულად აცნობეს მომხდარის შესახებ. ტრამპმა განაცხადა, რომ მსროლელი მძიმედ არის დაჭრილი და „მას ძალიან დიდი ფასის გადახდა მოუწევს“.
ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის შემადგენლობა აგვისტოს შუა რიცხვებიდან განათავსეს. ეს გადაწყვეტილება ტრამპმა კრიმინალთან ბრძოლის მიზნით მიიღო.