თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკი, კონტრციკლური ბუფერის განწილვადების შემდეგ სტრესტესტების ბუფერის ამოქმდებას განიხილავს.

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავით უტიაშვილის ინფორმაციით, 1%-იანი კონტრციკლურისგან განსხვავებით, რომლის ვალდებულება ყველა ბანკს, 15.03.2023-ისთვის 0.25%-იანი განაკვეთით უდგება, სტრესტესტების ბუფერი ბაზარზე მოქმედი 16-დან მხოლოდ 2-3 ბანკს დაეკისრება.

ფსკ და მპკ-ს გაერთიანებული სხდომის გადაწყვეტილებით, 1%-იანი ბუფერი 4 წელზე გადანაწილდა. ამასთან უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე  სარეზერვო მოთხოვნა 20%-მდე შემცირდა. სებ-ის ინფორმაციით,

ბანკების უმეტესობას დეპოზიტები დოლარიზაციის კოეფიციენტი 45%-ის ფარგლებში აქვს და პროპორციულად სარეზერვო მოთხოვნა 17.5% უწევს.

როგორც იცით მოქმედებს „დეპოზიტების დედოლარიზაციის მაჩვენებელზე მიბმული სარეზერვო სისტემა“, ბანკისთვის,  დეპოზიტების  დოლარიზაციის დაბალი კოეფიციენტით (<40%) სარეზერვო მოთხოვნა 10%-ია, >70%-ის შემთხვევაში 25% დატოვა. 15-65%-9ს დიაპაზონში კი წრფივბად იცვლება.

სებ-ში განმარტავენ, რომ  არც განწილვადება გულისხმობს 1%-იანი კონტრციკლური ბუფერის გადახედვას და არც სარეზერვო ნორმის 20%-მდე შემცირება დედოლარიზაციის კამპანიიდან გადახვევას. 

დედოლარიზაცის პრიორიტეტად რჩევბა და შესაბამისად დოლარიზაცია გამოწვევად. თუმცა ინფლაციის დამარცხების გლობალურმა გამკაცრებამ (რაც დროებითია) სავალუტო მსესხებლის გადახდისუუნარობის საფრთხეები შექმნა, რაც ეკონომიკასაც გადაეცამ და გარკვეულ რისკებს ქმნის.

იმის გათვალისწინებით, რომ სესხების უმეტესობა ცვლადგაბნაკვეთიანია ან მიქსი ცვლადგანაკვეთიანთან, მატულობს საფრთხე განაკვეთების გაზრდის, რასაც სარეზერვო მოთხოვნის შემსუბუქება ნაწილობრივ დააკომპენსირებს.  ამასთან სასესხო განაკვეთსაც გადაეცემა და 0.5%-ის ფარგლებში შესაძლებელია რომ დაიკლოს.

გარკვეული  დაცვითი მექანიზმები მოქმედებს, რომელიც სებ-მა ბოლო 2 წლის დროინდელი რეგულაციების პაკეტში ჩადო.  შეცვალა ჯამური ვალდებულებების  დათვლის მეთოდოლოგია, ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ვალდებულებები აღარ გაითვალისწინება, რამაც პოტენციური სავალუტო მსესხებლის ბაზა შეამცირა. დაამოკლა 

სავალუტო იპოთეკის ვადა 15-დან 10 წლამდე შეამცირა და შემოიღო 3%-იანი დერეფანი, რაც მსესხებლის გადახდისუნარიანობის +3%-ით შეფასებას ითვალისწინებს. რომ განაკვეთის 1,2 ან 3%-ით შესაძლო გაზრდისას  იპოთეკარს სესხის მომსახურება არ გაუჭირდეს. ბანკიც გარანტირებული იყო, რომ 10 -წლამდე პერიოდშის სესხი არ გაპრობლემდება.

როგორც იცით სავალუტო სესხები იანვრიდან მხოლოდ ჰეჯირებული კლიენტებისთის იქნება ხელმისაწვდომის ₾300 000 დან  და თუ საჭიროდ მიიჩნია სებ-ი აღნიშნულ ზღვარსაც გადახედავს.