თბილისი (GBC) -  სავალუტო ვაჭრობით ბანკებს მოგება თვის ჭრილში 8 მილიონით შეუმცირდათ, თუმცა  წლიურად მაღალი ზრდა ნარჩუნდება. 2021 წელს სავალუტო ოპერაციებიდან სექტორი თვეში თუ საშუალოდ 25 მლნ ლარს იგებდა, 2022-ში თვის საშუალო მოგება 90 მლნ ლარია. 

სებ-ის სტატისტიკით, სავალუტო სახსრების გადაფასებიდან 20 მლნ ლარის მოგებასაც თუ დაუმატებთ, საკონვერსიო ოპერაციებით, ბოლო საანგარიშო თვეში (აგვისტო) მიღებული შემოსავალი 100 მლნ-ს აღემატება. ვითიბის 27-მილიონიან ზარალსაც  თუ არ გავითვალისწინებთ, ამ ოპერაციებით სექტორის ამონაგები 140 მლნ ლარს აღწევს.

ბანკები ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებული მოგებით:

 წყარო: სებ-ი & ბანკები