GBC საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გილოცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს!
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს 1918 წლის 26 მაისს მოეწერა ხელი.
GBC საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გილოცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს!
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს 1918 წლის 26 მაისს მოეწერა ხელი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
თუ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდით ჯერ არასოდეს გისარგებლიათ, 18 ოქტომბერს, City Mall-ის საბურთალოსა და გლდანის ფილიალებში პარტნიორ ობიექტებში გადახდისას, თანხის 30%-ს დაიბრუნებთ. (მაქსიმუმ 100 ლარის)ქეშბექი ანგარიშზე 3 სამუშაო დღის განმავლობაში აისახება.ინფორმაციისთვის, ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს სასურველი ნივთი შეიძინონ დღესვე, ხოლო თანხა 4 თვეზე თანაბრად გადაანაწილონ ისე, რომ პროდუქტის ჯამური ღირებულება არ გაუძვირდეთ (ეფექტური 0%). მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ თანხის ნაწილი წინასწარ გადაიხადონ, დარჩენილი კი მომდევნო თვეებზე გადაანაწილონ.(R)
1792149667
მათივე ცნობით, შეხვედრა გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში გაიმართა და საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს. აღინიშნა პოზიტიური თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებით.შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დიალოგისა და დიპლომატიური ძალისხმევის განსაკუთრებულ მნიშვნელობას დეესკალაციისა და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის.
1792144892
ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, გამოყოფილი ფინანსური რესურსი მოხმარდება პროექტებს, რომლებიც მიმართულია ოჯახებისა და თემებისთვის რეალური, დადებითი ცვლილებების განხორციელებაზე მთელ საქართველოში.ახალი პროექტების ძირითადი მიმართულებები მოიცავს: პატარა ქალაქებსა და დაბებში ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას; ცვალებადი შრომის ბაზრის შესაბამისი უნარების განვითარებას; სოფლებსა და რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ქალების ჩართულობით; ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებასა და სურსათის ხარისხის ამაღლებას; ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას; უსაფრთხო და ორგანიზებული მიგრაციის ხელშეწყობას; კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციასა და სტიქიური უბედურებებისთვის მზადყოფნას; აფხაზეთში მცხოვრები თემების მხარდაჭერის გაგრძელებას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობას 30 წელზე მეტია უჭერს მხარს და 1992 წლიდან დღემდე ქვეყანაში 2 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ბიზნესის მხარდაჭერა რეგიონებში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაცია.
1792144251
თიბისიმ განათლება ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა. ფინანსური და გეოგრაფიული ბარიერების მოშლით საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეს, თიბისი სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას, შეისწავლოს თანამედროვე ტექნოლოგიები და მიიღოს ხარისხიან განათლებაზე წვდომა. ტექსკოლაში სწავლა სრულად უფასოა და ონლაინ მიმდინარეობს. კურსებს შესაბამის სფეროებში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალები გაუძღვებიან.„Python ხელოვნური ინტელექტისთვის“ და „ხელოვნური ინტელექტი კონცეფციიდან პროდუქტამდე“ კურსებზე, მოსწავლეები იდეიდან რეალური პროექტის შექმნამდე ხელოვნურ ინტელექტს ასისტენტად იყენებენ, სწავლობენ პრობლემების გადაჭრასა და ციფრული პროდუქტების შექმნას. პრაქტიკული გამოცდილებით ისინი განივითარებენ სისტემურ და კრიტიკულ აზროვნებას, პროექტის მართვისა და AI-ის გააზრებულად გამოყენების უნარებს, რაც საკუთარი ინტერესების აღმოჩენასა და მომავალი პროფესიის არჩევაშიც დაეხმარებათ.თიბისი ტექსკოლა უკვე სამი წელია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 9-12 კლასის მოსწავლეებს თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. შვიდი ნაკადის განმავლობაში პროგრამას 5000-მდე კურსდამთავრებული ჰყავს. ტექსკოლის საგანმანათლებლო პროგრამები „ჯეოლაბთან“ პარტნიორობით ხორციელდება.გაიგე დეტალური ინფორმაცია და დარეგისტრირდი 25 ოქტომბრამდე.თიბისი ტექსკოლა - სწორი ადგილი განათლებისთვის!(R)
1792142724
ჯიჰად აზურმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ნათია თურნავას, სსფ-ს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში - „მმართველთა საუბრები"-ს სესიაში უმასპინძლა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის შედეგები არსებულ მოლოდინებზე უკეთესია.„საქართველოს ეკონომიკის მაჩვენებლებმა, ფაქტობრივად, ყველა პროგნოზს გადააჭარბა. ხოლო თქვენი ბოლო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესახებ, ინფლაციის რისკის თავიდან აცილების ან შეკავების მიზნით, მაღალ შეფასებას იმსახურებს", - აღნიშნა ჯიჰად აზურმა. IMF-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, სესიის ფარგლებში ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ გაზარდა ეკონომიკური შოკების მიმართ მდგრადობისთვის საჭირო ბუფერები, განახორციელა ფინანსური სექტორის მოდერნიზაცია, განავითარა ფინანსური ტექნოლოგიები და დანერგა არაერთი ფინანსური ინოვაცია.საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გამართულ „Governor Talk"-ის სესიაზე ნათია თურნავა ჯიჰად აზურის მიწვევით მონაწილეობდა.სესიის ფარგლებში ნათია თურნავამ გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობისა და ინფლაციური გამოწვევების პირობებში მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაზე, ინფლაციის მართვასა და დედოლარიზაციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
1792142329
ტელეკომპანია Newsmax-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ დიზელის ქარხნებზე იერიშებით უკრაინა ნავთობის გლობალურ ფასებს ზრდის და „მსოფლიოს კარგ სამსახურს არ უწევს“. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იგი ზელენსკის „დიდი ფანი არ არის“ და მასთან ურთიერთობა უფრო რთულია, ვიდრე ვლადიმერ პუტინთან.ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვაშინგტონმა მოსკოვს სანქციები შეუმსუბუქა გლობალურ ბაზარზე დიზელის მიწოდების სანაცვლოდ, ხოლო უკრაინაში Starlink-ის სერვისები შეიზღუდა. ზელენსკიმ შეთანხმება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს რუსეთს აგრესიის გაგრძელების საშუალებას აძლევს.ვაშინგტონთან დაძაბულობის ფონზე, ევროპელმა ლიდერებმა კიევს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტა არ დაიცვა, რის გამოც ევროკავშირი სანქციების 22-ე პაკეტს ამზადებს და ზეწოლას არ შეასუსტებს, სანამ მოსკოვი ომს არ შეწყვეტს.
1792142325
Bank of America (BOFA) ორგანიზებული Small Talk სიმპოზიუმის ფარგლებში, დაინტერესებულ საინვესტიციო ბანკებს და აქტივების მმართველებს წარედგინათ საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების მიმოხილვა და საშუალოვადიანი გეგმები.საუბარი შეეხო საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკურ/ფისკალურ პარამეტრებსა და საშუალოვადიან პროგნოზებს, საერთაშორისო და განვითარებად ფინანსურ ბაზრებზე შექმნილ მდგომარეობასა და ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს.ორმხრივი შეხვედრები გაიმართა ICBC-ისა და Nomura-ს ხელმძღვანელ პირებთან და ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე, მ.შ. აზიური კაპიტალის ბაზარზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ათვისების შესაძლებლობაზე.აღინიშნა, რომ J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge-ის ინდექსში, რომლის შემადგენლობაში მიმდინარე წლის სექტემბერში შევიდა ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები, ინვესტორთა ინტერესს, კიდევ უფრო გაზრდის. საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს, რომელიც საქართველომ ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე დაფინანსების წყაროებისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით განახორციელა.შეხვედრებს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
1792141215
2025 წელს მრეწველობის სფეროში ქალისა და კაცის შესწორებულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 20.1% შეადგინა, ხოლო მომსახურების სფეროში - 10.9%.დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, ქალისა და კაცის შესწორებული საათობრივი სახელფასო სხვაობა ყველაზე მაღალი დანადგარებისა და მოწყობილობების ოპერატორებისა და ამწყობების პოზიციაზე დაფიქსირდა და 30.2% შეადგინა, მეორე ადგილზეა ტექნიკოსებისა და დამხმარე სპეციალისტების პოზიცია (23.5%).
1792136934
ეკომომიკური ზრდა შენელდა, რასაც TBC ელოდა
1790949878
ქურდიანმა TBC PLC-ის აქციების გაყიდვით £1.3 მლნ-ის შემოსავალი მიიღო
1791467161
ანაკლიის პორტთან მისასვლელ 18 კმ რკინიგზის მშენებლობას მსოფლიო ბანკი უ...
1791389709
ნინო მასურაშვილმა TBC PLC-ის 2,715 აქცია გაყიდა
1791466336
საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა
1791371438