თბილისი (GBC) - გასულ წელს ქართველი სპორტსმენების მიერ აღებული ოქროს მედლების რაოდენობამ სულ 342 ერთეული შეადგინა.

აქედან, ოლიმპიურ სპორტის სახეობებში აღებულმა ოქროს მედლების რაოდენობამ სულ 240 შეადგინა. აქედან 104 ერთეული – 16 წლამდე სპორტსმენებმა, 76 ერთეული 15-22 წლის ასაკის, ხოლო 60 ერთეული 23 წლიდან და უფროსი ასაკის სპორტსმენებმა. მათ შორის 37 ქალია.

ამ პერიოდში სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში ქვეყანამ სულ 80 ოქროს მედალი მოიპოვა (აქედან 11 ქალი).

რაც შეეხება პარალიმპიურ მედლებს, ამ პერიოდში ქვეყანამ სულ 22 ოქროს მედალი მოიპოვა (აქედან 9 ქალი).

 წყარო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.