თბილისი(GBC) - ოქტომბერში,წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0.5%-ით შემცირდა.
სადენიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურების ფასი 1.1%-ით შემცირდა.
ამ პერიოდში,უსადენო სატელეკომუნიკაციო მომსახურების ფასი არ შეცვლილა, ხოლო თანამგზავრული კავშირგაბმულობის მომსახურება 16.7%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებას, ის 1.3%-ით არის გაზრდილი.