თბილისი (GBC) - პოპულარული გერმანული სპორტული გამოცემა და ვებ-გვერდი Transfermarket- ის ინფორმაციით ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
დღევანდელ დღემდე ქართველი ვინგერის ფასი 60 მილიონ ევროს შეადგენდა.

თბილისი (GBC) - პოპულარული გერმანული სპორტული გამოცემა და ვებ-გვერდი Transfermarket- ის ინფორმაციით ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
დღევანდელ დღემდე ქართველი ვინგერის ფასი 60 მილიონ ევროს შეადგენდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან
მთავრობის შესაბამის განკარგულებებს ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.გადაწყვეტილების მიხედვით, უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურება საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში იქნება ხელმისაწვდომი. პროგრამა მოიცავს იმუნიზაციას, ტუბერკულოზისა და აივ/შიდსის მკურნალობას, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისებს, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამებს, დიაბეტის მართვას, დიალიზს, იშვიათი დაავადებების მკურნალობასა და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას, მათ შორის მშობიარობას.სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის ფარგლებში, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის დახმარება ოჯახზე 300 ლარს, ხოლო თითოეულ პირზე 45 ლარს შეადგენს.სამედიცინო სერვისების მიწოდებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური დახმარების დაფინანსებას კი სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს.უწყვეტად ყოფნად ჩაითვლება შემთხვევაც, როდესაც პირი საქართველოს სახელმწიფო საზღვარს გადაკვეთს და ქვეყანაში არაუმეტეს სამი დღის ვადაში დაბრუნდება.ამასთან, 45-ლარიანი დახმარება შეწყდება მომდევნო თვიდან, თუ პირი საქართველოს ტერიტორიას დატოვებს. 300-ლარიანი დახმარება კი ოჯახს მომდევნო თვიდან შეუწყდება, თუ საქართველოს ტერიტორიას მისი ყველა წევრი დატოვებს.
1791188113
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში განახლდა 3.6 კმ სიგრძის წყალსადენისა და 1.3 კმ სიგრძის წყალარინების ქსელი, დამონტაჟდა 71 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 9 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 12.5 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ბოლო გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 6 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაიწყებენ და პარალელურად რამდენიმე მონაკვეთზე იმუშავებენ.ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 6 ოქტომბერს დილის 11:00 საათიდან, 7 ოქტომბრის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:მთაწმინდის რაიონში: რუსთაველის გამზირს, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ვაჩნაძის, გრ. აბაშიძის, ლაღიძის, ზანდუკელის, გაბაშვილის, ძმები კაკაბაძეების, მიხეილ ჯავახიშვილის, ზუბალაშვილების, გრიბოედოვის, ბესიკის, ჟორდანიას, ზალდასტანიშვილის, სარაჯიშვილის, ალ. ჭავჭავაძის, შევჩენკოს, რეზო ჩხეიძის, ჭანტურიას, ბროსეს, 8 მარტის, ბორბალოს, მთაწმინდის, კოტეტიშვილის, თხინვალის,ვეძინის, ხოშტარია, ლეო ქიაჩელის, ახვლედიანის, მიმინოშვილის, ბარნოვის, ჯანაშიას, თარხნიშვილის, გუდაურის, ტატიშვილი, აპოლონ ქუთათელაძის, ზაქარია ჭიჭინაძის, ჯუღელისა და მიმდებარე ქუჩებს; მერაბ კოსტავას I შესახვევს, თაბუკაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, რიწის, არსენას, კოსტავას, შანიძისა და პუშკინის ქუჩების ნაწილსკრწანისის რაიონში: აბჟანდაძის, დიდი ხეივნის, I ხეივნის, II ხეივნის, III ხეივნის, ახალი ხეივნის, საბატონოს, ცოლიკაურის, წითლანაძის, გულუას, გულიას, ერეკლე II-ის ქუჩას და მოედანს, ვერცხლის, ნაკაშიძის, შარდენის, ბამბის რიგს, რკინის რიგს, ცინცაძის, ოქრომჭედლების, სიონის, იეთიმ გურჯის, ანტონ კათალიკოსის, ყავლაშვილის, ილია და ნინო ნაკაშიძეების, ნიშნიანიძის, ჩახრუხაძის და დიუმას ქუჩებს. ორბელიანის, მტკვრის, ათონელის, სულხანიშვილის, გოგჩის, ვეკუას და მიმდებარე ქუჩებს; ბარათაშვილის, გორგასლისა და კოტე აფხაზის ქუჩების ნაწილს; კრწანისის ქუჩას შესახვევებითა და ჩიხებითჩუღურეთის რაიონში: უშანგი ჩხეიძის და მარჯანიშვილის N1-13 (კენტ ნომრებს), N2-22 (ლუწ ნომრებს).ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge .
1791184002
ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, გორის, ბორჯომისა და ზუგდიდის ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტებში ქეშბექ შეთავაზების შემდეგ, სადაც მომხმარებლები თიბისი ბარათებით (გარდა მოსწავლის და ბიზნესბარათებისა) გადახდისას, თანხის 50%-ს ერთგულ ყულაბაში მომენტალურად და ულიმიტოდ იბრუნებენ, თიბისიმ მომხმარებლებს გამორჩეული შეთავაზება დედაქალაქშიც მოუმზადა.თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებს ახლა უკვე შესაძლებლობა აქვთ, თვეში მხოლოდ 20 ლარად, მათთვის სასურველი ტრანსპორტით (ავტობუსი, მეტრო, მიკროავტობუსი, საბაგირო), ერთი წლის განმავლობაში, ულიმიტოდ ისარგებლონ.თიბისის ნებისმიერ ბარათზე (გარდა მოსწავლის და ბიზნესბარათებისა) დედაქალაქის შეთავაზების გააქტიურება მომხმარებლებს მობაილბანკიდან შეუძლიათ. შეთავაზებით სარგებლობისთვის კი, ტრანსპორტში აუცილებელია ფიზიკური ბარათით გადახდა.„საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, ჩვენი მომხმარებლებისთვის, ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეთ, ტრანსპორტით სარგებლობისას, მათთვის, 50%-იანი ქეშბექისა და დედაქალაქში, თვეში მხოლოდ 20 ლარად ულიმიტო გადაადგილების შეთავაზება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ინიციატივა, საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქში მნიშვნელოვნად გაზრდის ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მისიას - გავუმარტივოთ ადამიანებს ყოველდღიური ცხოვრება”, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.შეთავაზების დეტალური პირობებისთვის, ეწვიეთ ბმულს.
1791183642
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, მის მართვაში არსებულ ავტომობილის სათადარიგო აკუმულატორში, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, მალულად შემოიტანა 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობა.ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 1 700 000-მდე ლარს შეადგენს.საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1791183400
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის თითოეული არჩევნები არის პასუხისმგებლობა, რომელიც მოითხოვს წინასწარ დაგეგმვას, ორგანიზებას და თითოეულ დეტალზე ყურადღების გამახვილებას, განურჩევლად იმისა, თუ რამდენ მუნიციპალიტეტსა და საარჩევნო უბანზე ტარდება.„დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კვალიფიციური ადმინისტრირება არის სწორედ ის საფუძველი, რომელიც არჩევნების შეუფერხებლად და გამჭვირვალედ ჩატარებას უზრუნველყოფს.ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 1 136, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.06 პროცენტს შეადგენს. თითოეული არჩევნები, მათ შორის ადგილობრივი დონის შუალედური არჩევნები, მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მიერ საკუთარი საარჩევნო უფლების განხორციელების თვალსაზრისით და ამ პროცესში ამომრჩეველთა მონაწილეობა არჩევნების დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.შემაჯამებელი ოქმები პლანშეტების საშუალებით იგზავნება ცესკოში, იტვირთება და ხელმისაწვდომია ვებგვერდზე results.cec.gov.ge.ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებამ, მათ შორის შემაჯამებელი ოქმების ელექტრონული ფორმით გადმოგზავნამ, კვლავ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ინფორმაციის ოპერატიულად მიღებასა და შედეგების საზოგადოებისთვის დროულად ხელმისაწვდომობას. ეს მიდგომა, თავის მხრივ, ხელს უწყობს პროცესის გამჭვირვალობისა და საჯაროობას.საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდებას. ყველა საინფორმაციო ბრიფინგი უზრუნველყოფილი იყო სურდოთარგმანით. დილიდან მუშაობს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი, რომლის თანამშრომლები ოპერატიულად რეაგირებდნენ ყველა ზარსა და შეტყობინებაზე.მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს მონაწილეობისთვის და აქტიურობისთვის, ასევე არჩევნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, რომლებიც აკვირდებოდნენ პროცესის მიმდინარეობას და მედიას, რომელიც დღის განმავლობაში აქტიურად აშუქებდა არჩევნებს. და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა საარჩევნო ადმინისტრატორებს, რომლებმაც დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს და საკუთარი საქმიანობა პასუხისმგებლობითა და პროფესიული სტანდარტებით წარმართეს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.წინასწარ შედეგები:
1791053520
„გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას 15:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე 901 (40.49%) ამომრჩეველი მივიდა. მათ შორის ახმეტაში - 93 (34.19%), დმანისში 129 (49.05%), წალკაში 352 (34.82%) და ვანში 327 (48.16%) ამომრჩეველი.იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე და მოითხოვეს გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება, შესაბამისი სერვისით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ემსახურებიან.საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამა. ასევე, იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.
1791028920
საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია. შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში.შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები გახსნილია ახმეტაში - სოფელ კასრისწყალში, დმანისში - სოფ. ველისპირსა და სოფ. განახლებას შორის, წალკაში სოფლებში - იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში -სოფელ ფერეთაში. შესაბამისი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის სპეციალურად შემუშავებული სატრენინგო პროგრამა გაიარეს.წალკის 3 საარჩევნო უბანზე და ვანის საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიმდინარეობს,. დანარჩენ უბნებზე კი ტრადიციული მეთოდით.ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენს. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50-მა ამომრჩეველმა მომართა.არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 2 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 7 კანდიდატი. დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“, ხოლო ახმეტაში რეგისტრირებულია მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი.აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესს აკვირდება 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი, ხოლო პროცესს აშუქებს 8 მედია ორგანიზაციის 187 წარმომადგენელი.მოვუწოდებთ შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. კენჭისყრა იმართება საღამოს 20:00 საათამდე. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, საარჩევნო ბიულეტენთან ერთად, რეგისტრატორი ამომრჩეველს გადასცემს შესაბამისი ფორმის სპეციალურ, შესაბამის ჩარჩო-კონვერტს. ელექტრონულ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის წინ არსებული წრის შიდა სივრცე და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ბიულეტენი მოათავსოს ხმის მთვლელ აპარატში ჭრილის საფარის ქვეშ. ხმის მიცემა ფარულია. კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია.აქვე შეგახსენებთ, რომ დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი - 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
1791006360
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამიტომ, ბანკმა პარტნიორ კომპანიებთან ერთად, ბარათის მფლობელებისთვის დამატებითი შეთავაზებები მოამზადა:● Voulez Vous - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი. შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა მისი წინასწარ გააქტიურება მობილბანკიდან. შეთავაზება არ ვრცელდება Chanel, Dior, Essential Parfums-ის ბრენდებსა და სასაჩუქრე ვაუჩერებზე;● ბიბლუსი - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარი. შეთავაზება ვრცელდება ბიბლუსის ყველა ფიზიკურ მაღაზიასა და ონლაინ;● კარპიზა - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი;შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა, ქეშბექი ანგარიშზე მომენტალურად აისახება;● გორგია - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარი;შეთავაზება ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ მაღაზიებში. ქეშბექის მისაღებად აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა;● ტანსაცმლის გალერეა - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი;შეთავაზება არ ვრცელდება NOCTURNE-ის კოლექციაზე. ქეშბექის მისაღებად საჭიროა საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა;● სათვალის გალერეა - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი.შეთავაზება არ ვრცელდება სათვალის მინებზე. ქეშბექის მისაღებად აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.ამასთან ერთად, 5-11 ოქტომბერს, მასწავლებლის ბარათის მფლობელებს ნაწილ-ნაწილით გადახდის მეთოდით სარგებლობისას, 2,000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 30%-იანი ქეშბექის მიღება შეუძლიათ (მაქსიმუმ 100 ლარის).შეთავაზებების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.თუ ჯერ არ გაქვთ მასწავლებლის ბარათი, მისი შეკვეთა შესაძლებელია სწრაფად და მარტივად. იმ შემთხვევაში, თუ ხელფასი საქართველოს ბანკში გერიცხებათ მასწავლებლის ბარათის შეკვეთა შესაძლებელია მობილბანკიდან ან ინტერნეტბანკიდან. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა გაქვთ აირჩიოთ, როგორც პლასტიკური, ასევე ციფრული ბარათი. ასევე, ისარგებლოთ საკურიერო მომსახურებით ან ბარათი სასურველი ფილიალიდან თავად გაიტანოთ.ხოლო, თუ ხელფასი საქართველოს ბანკში არ გერიცხებათ, ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ფილიალში.მეტი ინფორმაციისთვის და ბარათის შესაკვეთად ეწვიეთ ბმულს.(R)
1790961522
მომგებიან ბანკებში კრედო დაწინაურდა
1790772101
ახალმა PTI-მ დაკრედიტება 4%-ით უნდა მოთოკოს
1790871480
ქართუმ სხვა ბანკის დეპოზიტარები მოიზიდა
1790685093
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
1790256291
თბილისსა და ბათუმში უძრავი ქონების ბაზარი იზრდება: აგვისტოში უცხოელი მ...
1790072116