თბილისი (GBC) – რუსეთ–უკრაინის ომი მთავარი ნეგატიური ფაქტორი იქნება 2023 წელს გლობალური ეკონომიკისთვის. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„უკრაინის ომი ყველაზე მთავარ ნეგატიურ ფაქტორად მიგვაჩნია მსოფლიო ეკონომიკისთვის მიმდინარე და მომავალ წელს, რაც, დიდი ალბათობით, ზიანს მიაყენებს ეკონომიკისა და ბაზარზე მოთხოვნის ზრდის პერსპექტივებს“, – თქვა მან.

სსფ–ის განახლებული პროგნოზის თანახმად, 2022 წელს მსოფლიო მშპ– 3,2%–ით გაიზრდება, მომავალ წელს კი მხოლოდ 2,7%–ით. საშუალო ინფლაციას ფონდი წელს 8,7%–ის დონეზე პროგნოზირებს, მომავალი წლისთვის კი – 6,5%–ა მოსალოდნელი.

Goldman Sachs–ის ანალიტიკოსებს გაცილებით ნეგატიური პროგნოზი აქვთ ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით. მათი შეფასებით, მიმდინარე წელს გლობალური მხოლოდ 2,9%–ით გაიზრდება, მომავალ წელს კი ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 1,8%–ს შეადგენს. მათივე აზრით აშშ–მა შესაძლოა თავიდან აირიდოს შენელება, თუმცა რუსეთში ეკონომიკის ვარდნა 2022–ში 3,3%–ს, ხოლო მომავალ წელს 1,3%–ს მიაღწევს.