GE EN
სხვა სიახლეები
მივესალმები დაკრედიტების შენელებას - ჩაკირი

ჩაკირი მკაცრ პოლიტიკას იწონებს გამომდინარე იქიდან რომ არსებობს ინფლაციური წნეხი, ამავე დროს არსებობს რისკი რომ ინფლაციური მოლოდინები გამყარდეს.ამის თავიდან ასარიდებლად და იმისათვის, რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლამდე შემცირდეს, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა მასთან საბრძოლველი მექანიზმია და სწორი პოლიტიკის პასუხია. 2022-ში წლიურ ინფლაციას 10.5%-ზე, 2023 ის ბოლოს 3.8%-ს, ხოლო 2024 - ში სამიზნე მაჩვენებელთან დაახლოებას ელის.სებ-ი სსფ-ზე ოპტიმიზტია სამიზნე  მაჩვენებელტან მიახლოებას გაისად ელის. იმედს რამდენიმე მახასიათებელი აძლევს: დაღმავალი სასაქონლო ინდექსები, აქტიური ტურიზმი, გადმორიცხვები, რომელიც  ამყარებს ლარს და პირდაპირ მოქმედებს იმპორტირებულ ინფლაციაზე.სსფ-ი  2022 წელს ეკონომიკის 10% ზრდას პროგნოზირებს. 2023 -ისთვის კი, მიგრანტთა ეფექტის მილევის შემდეგ, ომის შედეგების მომკის და გლობალური დეფლაციის შედეგად ზრდას 4%-ის ფარგლებში ვარაუდობს.1

1669821060

ლუკოილი ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტს წყვეტს

„რუსული ნავთობი ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენით აღარ გადაიტვირთება, მიზეზი სანქციებია“, – ამბობს ერთ–ერთი ინფორმირებული წყარო. სხვა წყაროების ცნობით, გადაწყვეტილება მილსადენის დასავლელმა აქციონერებმა მიიღეს.ანტირუსური სანქციების თანახმად, ევროპელ კლიენტებს რუსული ნავთობის შეძენა და ტრანსპორტირება 5 დეკემბრიდან ეკრძალებათ.

1669818535

BOGG კაპიტალზე უკუგებით №1-ა

სისტემური ბანკის საბაზრო პოზიციები გამყარებულია. საკრედიტო დაბანდების მიხედვით წილი 36.3%-ია. სააქციო კაპიტალის მიხედვით, 34%.BOGG წმინდა მოგებით  №2–ია. ბანკმა 10 თვე ₾ 755,4 მლნ-მდე ლარის მოგებით დაასრულა (01.11.2021 – 701,5 მლნ)

1669817640

ესპანეთში უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა

წინასწარი მონაცემებით, მან კონვერტი გახსნა, რომელიც მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩნდა. შემთხვევის ადგილზე გამნაღმველები და პოლიცია მუშაობს, საელჩოს თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

1669815623

ტურიზმის შემოსავლებში მიგრანტების წილი 35%-ია

რაც შეეხება მომდევნო წელს, კაპიტალში ელიან რომ 2023 წელს ტურიზმის შემოსავლები 2019 წლის მაჩვენებელს 30%-ით გადააჭარბებს და აქედან მიგრაციის ეფექტი 25% იქნება.რაც შეეხება თავად მიგრანტებს მათი რაოდენობა 115 ათასს აჭარბებს რაც საქართველოს მოსახლეობის 3%-ის ტოლფასია. მიგრანტების 70% თბილისში დასახლდა, 25% კი ბათუმში. მათი 59% ტექ მიმართულებაშია დასაქმებული. საშუალო ოჯახის შემოსავალი კი თვეში 2600 დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც ქართული ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი ექვსჯერ ნაკლებია. 2021 წელს საქართველოში მხოლოდ 82 ათას ადამიანს ჰქონდა 1300 დოლარზე მაღალი ანაზღაურება.მიუხედავად აღდგენის დინამიკისა, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით დიდი სასტუმროების ფასი კვლავ ჩამორჩება 2019 წლის მონაცემს და ის საშუალოდ ღამეში 110 დოლარს შეადგენს. ეს თანხა კი 2023-ში 124 დოლარამდე გაიზრდება. 

1669812188

ღარიბაშვილი: საქართველო მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის ბუნებრივ ჰაბად მოი...

„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის - Binance-ის დამფუძნებელსა და მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან ჩანგპენგ ჟაოსთან. განვიხილეთ ბლოკჩეინის, ახალი ინტერნეტისა და კრიპტოვალუტის საკითხები. საქართველო მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის ბუნებრივ ჰაბად მოიაზრება. ამ შესაძლებლობის სრული რეალიზების მიზნით, მზად ვართ, განვავითაროთ ეფექტიანი და მიზანმიმართული რეგულაციები, თან მოვიზიდოთ ძლიერი პარტნიორები", - წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.აღნიშნულ შეხვედრას ასევე Twitter-ზე გამოეხმაურა Binance-ის დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ჩანგპენგ ჟაო, რომელიც წერს, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალ ინტერნეტ-ეკონომიკასა და საქართველოს.„დღეს დილით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ახალ ინტერნეტ-ეკონომიკასა და საქართველოზე", - აღნიშნავს ჩანგპენგ ჟაო.

1669811890