GE EN
სხვა სიახლეები
კადიროვის 26 წლის ძმისშვილი ქონებისა და მიწების მინისტრად დაინიშნა

რესპუბლიკის მეთაურის ძმისშვილი მანამდე ერთ–ერთი რაიონის ხელმძღვანელის, ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის, ფიზკულტურის და სპორტის მინისტრის თანამდებობებს იკავებდა. რამზან კადიროვს თავისი ძმისშვილი საკუთარი მამის ახმატ კადიროვის ორდენით ჰყავს დაჯილდოებული.

1675332689

ევროპის სარკინიგზო გაერთიანებამ სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, გაერთიანების ხელმძღვანელმა, ალბერტო მაცოლამ დელეგატებს 2023-ში განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალი გააცნო: მათ შორისაა ევროპის სარკინიგზო მიმოსვლის მოცულობების გაზრდა, ეკოლოგიური მდგრადობა და მწვანე სტატუსის შენარჩუნება, სარკინიგზო სექტორისთვის დამატებითი ინვესტიციების მოძიება, ერთიანი საბილეთო სისტემის შექმნა, კერძო ინვესტიციების მოზიდვა და ასევე სოციალური საკითხები, კერძოდ ქალების როლის გაძლიერება და მათი ჩართვა რკინიგზის სფეროში.გენერალური ასამბლეა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა. ღონისძიების დასასრულს დელეგატებმა მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

1675331160

NDI: ყოველ მეორე გამოკითხულს ბოლო 6 თვეში კომუნალურებისთვის საკმარისი...

მოქალაქეთა უმრავლესობა ოჯახის შემოსავალს, ძირითადად, საკვებზე, კომუნალურ გადასახადებზე, წამლებსა და სესხებზე ხარჯავს. ყოველი მესამე ამბობს, რომ წინა წელთან შედარებით საჭმელსა და წამლებზე ნაკლებს ხარჯავს.ყოველი მეორე ამბობს, რომ ფინანსურ პრობლემებთან გამკლავების მიზნით, გაზისა და ელ. ენერგიის მოხმარება შეზღუდა. სოფლის მოსახლეობის, ასევე 55+ ასაკის მოქალაქეების უმრავლესობამ გაზისა და ელ. ენერგიის მოხმარება შეზღუდა.ფინანსური სირთულეების გამო, მოსახლეობის უმრავლესობამ დასვენებისა და შოპინგის ხარჯები შეამცირა. უმრავლესობის აზრით, მათ ოჯახს კომფორტული ცხოვრებისთვის ყოველთვიურად 3000 ლარამდე შემოსავალი ეყოფოდა. ხოლო თბილისელები, ახალგაზრდები, უმაღლესი განათლების მქონე და დასაქმებული ადამიანები უფრო მეტად ამბობენ, რომ კომფორტულად ცხოვრებისთვის თვეში 3000 ლარზე მეტი სჭირდებათ. 

1675326746

აშშ–ის სახელმწიფო მდივანს კავკასიის საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს

„ამ თანამდებობაზე ბონო რეგიონის ლიდერებთან იმუშავებს, რათა დაიძრას სამშვიდობო პროცესი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და გადაწყდეს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი“, – ნათქვამია ამერიკის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.ბლინკენი ამბობს, რომ „ეს დანიშვნა ადასტურებს იმ უდიდეს მნიშვნელობას, რომელსაც აშშ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ანიჭებს“, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს საქართველოს საკითხზე – „ერთადერთ საერთაშორისო ფორმატზე, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%–ის ოკუპაციას ეძღვნება“.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბონოს მდიდარი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. კერძოდ, იგი აშშ–ის წარმომადგენელი იყო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში და გაეროში.გასულ წელს აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის თანამდებობა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში ფილიპ რიკერმა დაიკავა. მიმდინარე წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი ტოვებს თანამდებობას და დიპლომატიურ სამსახურს. 

1675326511

NDI: მოსახლეობის 18%-ს საკვებზე ფული არ ჰყოფნის

კითხვაზე როგორ აფასებთ თქვენს ფინანსურ მდგომარეობას 5 წლის წინანდელთან შედარებით, რესპონდენტების 39% ამბობს რომ მათი შემოსავალი ნაკლებია, 37% ამბობს რომ იგივე, ხოლო 22% ამბობს რომ მეტი. გამოკითხული მოსახლეობის 77% ამბობს რომ მათ ფასების მატება ძალიან აწუხებთ, ხოლო 21% ამბობს რომ აწუხებს. მოსახლეობის მხოლოდ 1% ამბობს რომ ეს საკითხი არ აწუხებს. საზოგადოების აზრი გაყოფილია იმის შესახებ, თუ ვისი ბრალია ფასების ზრდა. 38% თვლის რომ ეს მთავრობის პოლიტიკური ქმედებების შედეგია; 31% თვლის რომ ინფლაცია ისეთმა ფაქტორებმა გამოიწვია რომლებიც მთავრობის კონტროლს მიღმაა; 16% თვლის რომ ბრალეულობა ორივე მხარესაა. პასუხები განსხვავდება პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით: ოპოზიციის მხარდამჭერთა უმრავლესობა მთავრობას ადანაშაულებს, ხოლო ქართული ოცნების მხარდამჭერთა უმრავლესობა - მთავრობის კონტროლს მიღმა არსებულ ფაქტორებს. კითხვაზე რა უფრო კარგად აღწერს თქვენს ეკონომიკურ მდგომარეობას - პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: რესპონდენტთა 36% ამბობს რომ ფული ჰყოფნით ტანსაცმელსა და საკვებზე თუმცა არ აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ ძვირადღირებული ნივთები; 35% ამბობს რომ ფული ჰყოფნით საკვებზე თუმცა არ ჰყოფნით ტანსაცმელზე; 18% ამბობს რომ ფული საკვებზეც არ ჰყოფნით. რესპონდენტთა 7% ამბობს რომ საშუალება აქვთ შეიძინონ ძვირადღირებული ნივთები; 2% კი ამბობს რომ ყველაფრის შეძენის საშუალება აქვთ. ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, პატარა ქალაქებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრებთ და 55+ ასაკის მოქალაქეებს ყველაზე მეტად უჭირთ. პოლიტიკური სიმპატიების მიხედვით განსხვავებები არ გამოიკვეთა.

1675326166

83 საძოვრის იჯარაზე განაცხადების მიღება 10 მარტს დასრულდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გამოქვეყნებულია კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების 83 ერთეული საძოვრის მონაცემები. მათ შორის, დედოფლისწყარო - 12, საგარეჯო - 3, თელავი - 3, სიღნაღი - 3, ყვარელი - 5, ახმეტა - 4, ასპინძა - 1, ახალციხე - 1, ნინოწმინდა - 6, დმანისი - 16, თეთრიწყარო - 1, წალკა - 2, მცხეთა - 1, ყაზბეგი - 1, გორი - 3, კასპი - 1, ქარელი -2, წყალტუბო - 13, ბაღდათი - 1, სენაკი -2, ონი - 2.2022 წლის 28 მარტიდან, სააგენტომ შეარჩია და ექვს ეტაპად გამოაქვეყნა აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრების მონაცემები. ჯამში, ინტერესი გამოიხატა 212 კოდზე და მასთან დაკავშირებული მონაცემები გადაიგზავნა ქონების ეროვნულ სააგენტოში. პირდაპირი წესით გადაცემას დაექვემდებარა 119 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 12 650 ჰა; ხოლო აუქციონის წესით გადაცემას - 93 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 14 495 ჰა. ქონების ეროვნულ სააგენტოში ჩატარებულია აუქციონები 86 მიწის ნაკვეთზე, საერთო ფართობით 133 271 ჰა. იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა 46 (6183 ჰა.) მიწის ნაკვეთზე. ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge www.mepa.gov.ge), ასევე სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, მეცხოველეობის დარგის განვითარებას დაეხმარება.

1675325587