GE EN
სხვა სიახლეები
AGD ობლიგაციების ემისიაზე აცხადებს

არასუბორდინირებული ობლიგაციები უზრუნველყოფილია II რიგის იპოთეკით. საორიენტაციო განაკვეთი 8.5%-9%-ია, ნომინალი $1 000 (წყარო: ბიზნესპარტნიორი).ჰესების (ლახამი 1 და 2) მფლობელი კომპანია ობლიგაციებით მოზიდული რესურსით საბანკო ვალდებულებების რეფინანსირებას აპირებს. კომპანიის კრედიტორია თიბისი. 2 სასესხო ხელშეკრულებიდან, მე-2 -ის ფარგლებში ძირითადი თანხა - $700 000, 2021 წელსაა გაცემული.2022 წელს კომპანიამ  კიდევ $19 მლნ-მდე 15 წლიანი სესხი აიღო რეფინანსირების ხელშეკრულებების ფარგლებში.ახალი სესხით, კვარტალური გადახდები ნახევარწლიურით ჩანაცვლდა, ერთ-ერთი ძველი სესხის განაკვეთი შემცირდა და გაჩნდა ახალი სახელშეკრულებო პირობა -Cash Sweep, რომლითაც ემიტენტს წინმსწრები გადახდები პირგასამტეხლოს გარეშე შეუძლია.ამ დროისთვის  კომპანიის წილის 95% და უძრავ-მოძრავი ქონების უდიდესი ნაწილი დაგირავებულია  „თიბისიბანკის“ სასარგებლოდ სესხის უზრუნველყოფის მიზნით.კომპანიის ჰესები მესტიაშია, ჯამური დადგმული სიმძლავრე 15.9 მგვტ, წლიური გამომუშავება 62.2 მგვტ/სთ-ია.AG-ის საბრუნავი კაპიტალი (მოკლევადიან აქტივებს გამოკლებული მოკლევადიანი ვალდებულებები) 01.01.2022-ისთვის იყო ₾3,1 მილიონი, H1/ 2023-სთვის კი 2,5 მლნ ლარამდეა შემცირებული.პროსპექტის თანახმად არც ობლიგაციებს და არც „ემიტენტს“ არ აქვს მინიჭებული რეიტინგი . განთავსების აგენტი TBC კაპიტალია. 

1695914040

ღარიბაშვილი ქადაგიძეზე: „ადეიშვილის ხელის ბიჭი, ბანდიტი, ძარცვავდა, პი...

პრემიერის თქმით, ვერ მიიღებს კრიტიკას იმ ადამიანისგან, რომელმაც მიზანმიმართულად და გააზრებულად უღალატა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და არაერთგზის, დღესაც ღალატობენ."ქადაგიძე ბანდიტი და ადეიშვილის ხელის ბიჭი, პროკურორი, რომელიც გადაიყვანა ადეიშვილმა ეროვნულ ბანკში. ვის დამოუკიდებლობაზე მელაპარაკებით თქვენ?! როგორ ბედავთ საერთოდ მაგის ლაპარაკს?! ადეიშვილის ხელის ბიჭი, ბანდიტი, ძარცვავდა, პირდაპირ ბანკებს ატერორებდა.  მე მახსოვს „ქართუ ბანკის" გაკოტრების მცდელობის საქმე. ჩართული იყო პირადად  ბატონი ქადაგიძე. დღეს გამოდის და ლაპარაკობს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე. ეს არ არის ცინიზმი და შეურაცხყოფა? ამიტომ ამ ადამიანებისგან ჩვენ არანაირ კრიტიკას არ მივიღებთ. რომ ლაპარაკობენ, რატომ ლაპარაკობთ და იხსენებთო,  იმიტომ ვლაპარაკობთ და ვიხსენებთ, რომ ამ ადამიანებს, ამ ყველაზე ანტიეროვნულ ძალას დღესაც კი აქვს სურვილი, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ და პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ. ამიტომ არის მიუღებელი მათი ეს განცხადებები. ნამდვილად ასე უნდა ითქვას, რომ მით უმეტეს მიუღებელია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატეებისგან რაიმე განცხადება და ვინმეს კრიტიკა.მე კიდევ ვიმეორებ, რომ არავის დამცველი არ ვარ, მაგრამ ზოგადად ყველა მოქალაქეს ვიცავ და ყველა მოქალაქის ინტერესებს ვიცავ,  თქვენზეც რომ იყოს საუბარი.ვერ მივიღებ კრიტიკას იმ ადამიანისგან, რომელმაც მიზანმიმართულად და გააზრებულად უღალატეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და არაერთგზის, დღესაც ღალატობენ. როცა ამბობენ, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, ამას ყოფილი მინისტრი ბატონი ვანო მერაბიშვილი ღიად ამბობს, რომ თუ ისინი დაბრუნდებიან ხელისუფლებაში მეორე ფრონტს გახსნიან თურმე. ვინმეს თუ წარმოუდგენია საერთოდ რას გულისხმობს მეორე ფრონტის გახსნა ქვეყანაში და რა შედეგს მოუტანს და მოუტანდა ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს. თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა მშვიდად, რომ გადაადგილდებით, აქ უბედურება იქნებოდა, ვიღაცებს მართლა უნდა უკრაინიზაცია, ავღანიზაცია, შეიძლება სირიის სცენარის განმეორება, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ ყველას გავცემთ საკადრის პასუხს. ნურავის ნუ ექნება ილუზია", -  განაცხადა ღარიბაშვილმა.

1695906430

სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის ონლაინ შეძენა გამარტივდა

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის ონლაინ დაზღვევის ყიდვის პროცესი life.aldagi.ge-ზე კიდევ უფრო მარტივად შეიძლება.ალდაგი პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც საქართველოს ბანკი ინდენტიფიკაციის სერვისი ონლაინ გაყიდვებში გამოიყენა. ამ სერვისის გამოყენებას ალდაგი სხვა პროდუქტების შემთხვევაშიც გეგმავს, რაც მომხმარებელს დაზღვევის ონლაინ შეძენას კიდევ უფრო გაუმარტივებს.“გაციფრულების სტრატეგიის შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ მომხმარებლის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებაზე. საქართველოს ბანკის პიროვნების იდენტიფიკაციის სერვისი დაგვეხმარა, ალდაგის სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის შეძენის პროცესი გაგვეხადა უფრო მარტივი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით კი კიდევ უფრო უსაფრთხო. ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებაზე ჩვენს კონცენტრაციას გავაგრძელებთ და ციფრული გაყიდვების არხებს კიდევ უფრო განვავითარებთ ,”- განაცხადა ალდაგის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა ჩაჩხუნაშვილმა.ალდაგის სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა უნიკალური პროდუქტია, რომელიც 16 მძიმე დაავადებას ფარავს და ამ დაავადებების დიაგნოსტირების შემთხვევაში 150,000 ლარამდე თანხის ერთიანად ანაზღაურების შესაძლებლობას იძლევა. პროდუქტის ონლაინ ყიდვა პორტალზე life.aldagi.ge შესაძლებელი. 

1695902450

ქართული რაგბის მხარდასაჭერად თიბისი 30 სექტემბერს ნაკრების მატჩის ღია...

სპორტის მოყვარულებს ეროვნული გუნდის გამხნევებისა და გულშემატკივრობის შესაძლებლობა თიბისის ფან-ზონებიდან ექნებათ. 30 სექტემბერს რიგით მეორე ღია ჩვენება ჩატარდება - ქუთაისში, 100–საფეხურიან კიბესთან. ფიჯი vs საქართველოს მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აუდიტორიას ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი სთავაზობს.ადგილზე ნებისმიერი ასაკის გულშემატკივარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის ჩვენებაზე დასწრების გარდა, სხვადასხვა გასართობ, სპორტულ და არასპორტულ აქტივობებში ჩართვას შეძლებს. დიდი ეკრანი, რაგბის კუთხე, კვების ობიექტები და სათამაშო სივრცეები გულშემატკივრებისთვის მატჩამდე ორი საათით ადრე, თიბისის ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი.თარიღი & დრო: 30 სექტემბერი, 19:45 საათილოკაცია: ქუთაისი, აღმაშენებლის გამზირი 1, 100 საფეხურიანი კიბეთამაში: ფიჯი vs საქართველომეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს საფრანგეთში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე. #ერთადგავიმარჯვებთღონისძიების მხარდამჭერები: ქუთაისის მერია, საქართველოს პირველი არხი.

1695902023

ღარიბაშვილმა რუსეთის მთავრობასთან ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებები კა...

პრემიერის თქმით, ძალიან ბევრი ბიზნესმენი და ძალიან ბევრი ქართველი, ეს არის მილიონზე მეტი ქართველი, რომელსაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა და არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და არიან ამავდროულად რუსეთის მოქალაქეებიც.„ძალიან ბევრი ბიზნესმენი და ძალიან ბევრი ქართველი, ეს არის მილიონზე მეტი ქართველი, რომელსაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა და არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და არიან ამავდროულად რუსეთის მოქალაქეებიც. ისინი, ბუნებრივია, მათი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ბიზნესსაქმიანობა აქვთ, პირდაპირ მიმოსვლები აქვთ, ოჯახები, ნათესავები ჰყავთ აქ ადგილზე, დაინტერესებული იყვნენ, რომ ყოფილიყო და აღმდგარიყო პირდაპირი ფრენები. ეს არ არის დამალული ფაქტი.ჩვენც ვიყავით მათ შორის დაინტერესებული, რომ ჩვენი მოქალაქეები, რაც გამარტივდება და რაც გაამარტივებს გადაადგილებას, იოლი იქნება და იაფი იქნება უფრო, ეკონომიური იქნება, რა თქმა უნდა კარგია. ეს ჩვენ არაფერი არ დაგვიმალავს. თქვენი პრობლემა რაში მდგომარეობს, მეგობრებო, თქვენ ყოველთვის რაღაცას მალავდით ხალხისგან და უმალავდით ყველაფერს. ყველაფერს აკეთებდით ხალხის საზიანოდ, ჩვენ ღიად ვაკეთებთ ყველაფერს. ამაშია ჩვენი სიძლიერე. ამიტომ წყნარად იყავით", -  განაცხადა პრემიერმა.

1695901805

ეროვნული ბანკი ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გასაშვებად ემზადება

ხანგრძლივი კვლევისა და სათანადო განხილვების შემდეგ, ეროვნული ბანკი 9 კომპანიისგან შემდგარ სიას აქვეყნებს.  ამ ორგანიზაციებს პლატფორმის რეალურ გარემოში ტესტირებისთვის შესაბამისი გამოცდილება და საკმარისი ტექნოლოგიური პოტენციალი გააჩნიათ: AUGENTIC GmbH Bitt Inc. Broxus Holdings Ltd. Currency Network Ltd. DCM Corp Limited eCurrency Mint Inc. FARI Solutions Ltd. Ripple Labs, Inc. Sovereign Wallet Co., Ltd. ეროვნული ბანკი განიხილავს ციფრული ლარის პროექტის ყველა იმ განსხვავებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტას, რომელსაც ზემოხსენებული კომპანიები შესთავაზებენ.  შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკი გამოავლენს ერთ ტექნოლოგიურ პარტნიორ ორგანიზაციას, რომელთან ერთადაც საპილოტე გარემოს შექმნის. შეგახსენებთ, რომ ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობის ზრდისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლიდან აქტიურად იკვლევს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) მახასიათებლებს, მათ შორის, ციფრული ლარის შესაძლებლობებს, სისტემურ მოწყობასა და ბაზარზე მისი გამოყენების გზებს.

1695899055