GE EN
სხვა სიახლეები
კოვზანაძე არ აკონკრეტებს, სებ-ში მიდის თუ კომერციულ ბანკში

მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს პარლამენტში შვიდწლიანი დინამიური და გამოწვევებით აღსავსე მუშაობის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარლამენტის წევრის და შესაბამისად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.ჩემი ხელმძღვანელობით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პარტნიორ ინსტიტუციებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად წარმატებით განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმა, როგორც ფისკალური ასევე მონეტარული მიმართულებით. დაწესდა ადექვატური ზედამხედველობა ბიუჯეტურ პროცესზე და სახელმწიფო ფინანსების მიზნობრივ გამოყენებაზე. კომიტეტის აქტიური მონაწილეობით მიღებულია მნიშვნელოვანი კანონები, როგორც საბანკო და სადაზღვევო სისტემებში ჯანსაღი კორპორატიული მართვის დანერგვისა და გაძლიერების, ასევე ადექვატური საბანკო ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით.მიუხედავად უამრავი გამოწვევისა (გარე და შიდა შოკები, პანდემია, რეგიონში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები, ინფლაციური პროცესები და სხვა)ქვეყანაში, დღეისათვის, შენარჩუნებულია მაკრო-ეკონომიკური მდგრადობა, საბანკო სექტორის სიჯანსაღე და მაღალი ლიკვიდობა, ბიუჯეტის დეფიციტი კონტროლს ექვემდებარება, ლარის კურსი სტაბილურია.სისტემური რეფორმების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების: სავალუტო ფონდის(IMF), მსოფლიო ბანკის(World Bank), ევრობანკის(EBRD), IFC, USAID, KFW და სხვა დონორების მუდმივი მხარდაჭერა, რისთვისაც მინდა მადლობა ვუთხრა მათ.საპარლამენტო მუშაობის დასრულების შემდეგ, ვაპირებ დავუბრუნდე საბანკო-საფინანსო და სამეცნიერო-აკადემიურ საქმიანობას.და ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს პარლამენტში მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის.პარლამენტს და კოლეგებს ვუსურვებ შემდგომ ნაყოფიერ საქმიანობას და წარმატებებს!

1679683980

სარეკლამო sms-ბი მოქალაქეებს აღარ აწუხებს

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მოქალაქის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე წარმოებული საქმის შესწავლა დაასრულა. საკითხი ეხებოდა -  კომპანია „ექსტრა არეას“ მხრიდან განმცხადებლის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე სარეკლამო შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებების(SMS) მიღებას. საქმის მასალების, მხარეების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ www.extra.ge-ს კონკრეტულ მომხმარებელს შეკვეთილი/მიღებული აქვს ნივთი ვებ-გვერდიდან და სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე თანხმობა აქვს გაცემული. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მომხმარებლის სატელეფონო ნომერზე გაგზავნილ ყველა სარეკლამო მოკლე ტექსტურ შეტყობინებას აქვს შესაბამისი NO SMS კოდი, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოიყენოს და უარი თქვას მისთვის არასასურველი შეტყობინების მიღებაზე.  ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შემოწმებულ იქნა მომხმარებლისთვის გაგზავნილი SMS-ები და არც ერთი სარეკლამო შეტყობინების შემდეგ NO SMS შესაძლებლობის გამოყენება არ ფიქსირდება. სააგენტოს გადაწყვეტილებით, „ექსტრა არეას“ სადავო ქმედება კეთილსინდისიერების მოთხოვნებს არ ეწინააღმდეგება, საშუალო მომხმარებლის ეკონომიკურ ქცევას უარყოფითად არ ცვლის და  მომხმარებელთა ჯგუფის საშუალო წევრის ეკონომიკურ ქცევაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს. შესაბამისად, საქმის შესწავლის შედეგად მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მხრიდან კანონდარღვევის ფაქტი არ დადასტურდა. 2022 წლის 1 ნოემბრიდან - დღემდე, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით,  შემოსულია 189 განაცხადი, სააგენტომ 79 საკითხზე საქმის შესწავლა დაიწყო. დარღვევის ფაქტი  დადასტურდა - 5 შემთხვევაში,  ხოლო 2 საქმეზე დარღვევა არ დადასტურდა. საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის სასარგებლოდ, გაფორმა 24 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურად აკვირდება. ამ დროისთვის,  4 საქმესთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია.

1679665260

ეროვნული ბანკი გიორგი ბრწყინვალეს თემაზე ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო...

2023 წლის 27 მარტიდან წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება:საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შესვენება 13:00-14:00);საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში (ყვარელი, შოთა რუსთაველის #10 ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შესვენება 13:00-14:00)წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელია დარჩენილი საფასურის გადახდით, შემკვეთის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძვლზე.2023 წლის 3 აპრილიდან წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიით,  მათი ღირებულების დარჩენილი საფასურის (მათ შორის მიწოდებისა და დაზღვევის ღირებულება) გადახდით; შეკვეთის დასრულებისა და მიწოდების პირობები დეტალურად იხილეთ: www.moneymuseum.nbg.gov.geმომხმარებლებს, რომელთაც წინასწარ შეუკვეთეს მონეტა, მონეტების მიღების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეუძლიათ იხილონ მათ ელ. ფოსტაზე გაგზავნილ შეტყობინებაში.2023 წლის 10 აპრილიდან დაიწყება მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ფულის მუზეუმში.თავისუფალ რეჟიმში მონეტების გაყიდვის პროცესში მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს ერთ მომხმარებელზე გასაყიდი მონეტის რაოდენობა, მათი უფრო მეტი დაინტერესებული პირის ხელმისაწვდომობისთვის. მონეტების დიზაინი და აღწერილობა მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მეფე გიორგი ბრწყინვალეს გამოსახულება, მას ერთ ხელში სასწორი უჭირავს, როგორც მის მიერ გატარებული სამართლის რეფორმის სიმბოლო (აღნიშნული დეტალი ვერცხლის მონეტაზე მოოქროვილია), მეორე ხელში კი - გრაგნილი, რომელზე "ძეგლის დადების" დასაწყისი ტექსტია დატანილი. მონეტაზე, ასევე, დატანილია წარწერა "გიორგი ბრწყინვალე" და მისი მეფობის წლები "1299-1346".მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს გიორგი ბრწყინვალეს გვირგვინის გამოსახულება (რომლის შექმნისას გამოყენებულია ბაგრატიონთა სამეფო გვირგვინის და XV ს-ის ფსალმუნის ქართული ხელნაწერის მინიატურების დეტალები) მონეტაზე დატანილია წარწერები: "5 ლარი", ასევე, "საქართველო", "2023", "GEORGIA", რომელთა შორის გამოსახულია მეფის სამოსზე არსებული ორნამენტი ავერსიდან. 

1679664240

პრემიერი დისტრიბუტორებს საწვავის გაიაფებაზე ელაპარაკება

ჩვენ ახლა დავიწყეთ აქტიური მოლაპარაკება და შედეგი სახეზე არის, რომ საწვავის ფასები არის შემცირებული. ორ ლარს ჩამოსცდა უკვე არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის ფასი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რათა ფასები კიდევ უფრო შემცირდეს. „ეს კომუნიკაცია, დიალოგი გრძელდება საწვავის იმპორტიორებთან და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო შევამციროთ საწვავის ფასი, მათ შორის, დიზელის ფასიც. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა სურსათის პროდუქტების ფასების შემცირებაზე, უკვე გაიაფდა მას შემდეგ, რაც დავაანონსე მთავრობაზე ჩვენი გეგმა, რომ ძალიან მალე პარლამენტს წარმოგიდგენთ ახალ კანონპროექტს, რომელიც დაარეგულირებს, მათ შორის, იმპორტიორსა და გამყიდველს შორის, საცალო ქსელებს შორის ურთიერთობას. დღეს უკვე 20-30%-ით არის შემცირებული ფასები სურსათზე, ძირითად პროდუქტებზე და ასევე, ჩვენი ვარაუდით, კიდევ უფრო დაიკლებს მომდევნო თვეებში, მას შემდეგ, რაც ამ კანონს მივიღებთ და ახალ რეგულაციებს შემოვიტანთ. მთლიანობაში გვაქვს კონკრეტული ხედვები დევნილების სახლების მშენებლობა იქნება, თუ გაუმჯობესებული სერვისები იქნება, ყველა მიმართულებით ჩვენ ვაჩვენებთ სერიოზულ პროგრესს“, -  განაცხადა პრემიერმა.

1679664180

პრემიერი გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს შეხვდა

საქართველოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის ანალენა ბერბოკის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის ანალენა ბერბოკს მადლობა გადაუხადა და ევროინტეგრაციის პროცესში დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში გერმანიამ არაერთხელ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი და აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, და კვლავაც გააგრძელებს კონსტრუქციული როლის შესრულებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად.ირაკლი ღარიბაშვილმა და ანალენა ბერბოკმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს. 

1679663460

TBC-ს პარტნიორობით „გროსვატმა“ 3 მზის სადგური გამართა

კომპანია „გროსვატმა“ თიბისის მხარდაჭერით მზის პანელებზე მომუშავე  ელექტროსადგურები გამართა და კომპანიებისთვის და კერძო პირებისთვის სადგურის იჯარით გაცემა დაიწყო. მწვანე ენერგიის მიღებისა და გაცემის ახალ მეთოდზე კომპანიის დირექტორი, ირაკლი ნიორაძე გვესაუბრება:„ვიდრე საკუთარი მზის ელექტროსადგურების აგებას დავიწყებდით, „გროსვატის“ საქმიანობა კომპანიებისთვის მზის პანელების დამონტაჟება იყო. მწვანე ენერგია მთელ მსოფლიოში სულ უფრო ტრენდული და მოთხოვნადი პროდუქტია, ამიტომ, ამ მიმართულებით გამოცდილების დაგროვების პარალელურად, გადავწყვიტეთ, თავად აგვეშენებინა მზის ელექტროსადგური, რომლითაც საკუთარი საწარმოსთვის გამოვიმუშავებდით ენერგიას. მხარდაჭერისთვის მივმართეთ თიბისის, რომლის დახმარებითაც, 2019 წელს,  საკუთარი საწარმოს სახურავზე პირველი, სატესტო ელექტროსადგური დავამონტაჟეთ. ეს იყო 25 კილოვატი დადგმული სიმძლავრის მზის ელექტრო სადგური, რომელიც ყოველწლიურად 35000 კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს. პროექტმა გაამართლა და გადავწყვიტეთ  აგვეშენებინა სხვა, უფრო მასიური სადგურიც, რომლელსაც იჯარით შევთავაზებდით  დიდ თუ მცირე კომპანიებს და ასევე ფიზიკურ პირებს.2021 წელს, სოფელ უჯარმაში შევიძინეთ მიწა, რომელზეც გავმართეთ უკვე 300 კვტ-იანი, ანუ პირველთან შედარებით 12-ჯერ დიდი სადგური, პარალელურად კი მოვიზიდეთ კომპანიები, რომლებიც დაინტერესდნენ ერთი მხრივ, ჩვენ მიერ შეთავაზებული შეღავათიანი ენერგიით, მეორე მხრივ კი, წარმოებისთვის ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ენერგიის გამოყენებით.ეკოლოგიურმა მიმართულებამ და 8%-იანმა დანაზოგმა ჩვენი მოდელი - შეღავათიანი ენერგიის მიწოდება - პოპულარული და მოთხოვნადი გახადა, ამიტომ  2023 წელს უკვე მესამე ელექტროსადგური დავამონტაჟეთ. თიბისის დახმარებით ამ მიმართულების კიდევ უფრო გაფართოებასაც ვგეგმავთ.კომპანებსა და კერძო პირებს, რომლებიც ჩვენგან მზის ელექტროსადგურს იჯარით იღებენ, 2 მთავარი ბენეფიტი აქვთ:1. მიიღონ რეალური შეღავათი ელქტროენერგიაზე, 8%-იანი დანაზოგით და 2. აქციონ საკუთარი ბიზნესი ეკობიზნესად, რითაც, ერთი მხრივ, გარემოს დაიცავენ, მეორე მხრივ კი საკუთარ კომპანიას გააპიარებენ“.

1679655300