თბილისი (GBC) - საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2Q26-ში $468.8 მლნ შეადგინა, რაც 2Q25-ის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.2%-ით ნაკლებია. კლება ძირითადად განპირობებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირებით.

2Q26-ში სააქციო კაპიტალმა $210.5 მლნ შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44.9%-ია. რეინვესტიციამ $300.5 მლნ შეადგინა და მისი წილი 64.1%-ით განისაზღვრა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით 2Q26-ში პირველ ადგილზეა ჩინეთი $219.5 მლნ-ით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.8%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო $123.5 მლნ-ით (26.3%), ხოლო მესამეზე არაბთა გაერთიანებული საამიროები - $47.7 მლნ-ით (10.2%).

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 83.3%-ს შეადგენს.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით 2Q26-ში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და $207.6 მლნ-ს მიაღწია (44.3%). მეორე ადგილზე უძრავი ქონების სექტორია $119.9 მლნ-ით (25.6%), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი $59 მლნ-ით (12.6%).

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 82.4% შეადგინა.