თბილისი (GBC) – აზერბაიჯანული ავიაკომპანია Buta Airways–ის თვითმფრინავის კაპიტანი, რომელიც ბაქო–ანკარას რეისს ასრულებდა, იძულებული გახდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებულიყო.

აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) პრეს–სამსახურის ცნობით, ამის მიზეზი მგზავრი გახდა, რომელმაც თავი ცუდად იგრძნო ფრენის დროს.

თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ორშაბათს 12:23 საათზე წარმატებით დაეშვა. მგზავრისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ თვითმფრინავი ანკარას მიმართულებით ფრენას გააგრძელებს.