თბილისი (GBC) - საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 15 ივლისს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ბათუმი (ანგისა) - ახალციხის გზის მე-100 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება.
"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის მე-100 კილომეტრზე, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, 2024 წლის 15 ივლისის 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება". - ვკითხულობთ საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ამასთან, შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილების გატარება მოხდება ეტაპობრივად.