თბილისი (GBC) – საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს ხორბლის წარმოებამ 143.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 3.6%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქერის, 24.8%-ით, 60.4 ათას ტონამდე გაიზარდა. სიმინდის, 5.3%-ით შემცირდა, 200.2 ათას ტონამდე.
კარტოფილის წარმოება 6.1%-ით შემცირდა და 207.9 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2025 წლის განმავლობაში წარმოებულია 146.3 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 8.9%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
2025 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, კარტოფილის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები შემცირდა. გაიზარდა სიმინდის და ქერის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.9 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ - 2.7 ტონა/ჰა, სიმინდის - 3.1 ტონა/ჰა, კარტოფილის - 14.5 ტონა/ჰა, ბოსტნეულის - 10.6 ტონა/ჰა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 184.3 ათასი ჰა შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.8%-ით ჩამორჩება. საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 1.3%-ით და შეადგინა 60.4 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 4.9%-ით და შეადგინა 123.9 ათასი ჰექტარი.
ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 65.3 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 49.4 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 24 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 14.3 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 10.3 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 10.8 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 10.2 ათას ჰექტარს შეადგენდა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში წარმოებულია 205.6 ათასი ტონა ხილი (ყურძნისა და ციტრუსის გარდა), რაც 15.6%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. რაც შეეხება ხილის განაწილებას სახეობების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში წარმოებულია 72.3 ათასი ტონა თესლოვანი ხილი (19.3%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე), ასევე 53.3 ათასი ტონა კურკოვანი ხილი (30.5%-ით ნაკლებია), 53.9 ათასი ტონა კაკლოვანი ხილი (2.7%-ით მეტია), 17.4 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (1.2%-ით მეტია) და 8.7 ათასი ტონა კენკროვანი ხილი (16%-ით მეტია).
2025 წელს წარმოებულია 347.4 ათასი ტონა ყურძენი, რაც 8.3%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და 55 ათასი ტონა ციტრუსი, რაც 0.4%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.