თბილისი (GBC) - თბილისის საბავშვო ბაგა ბაღების მართვის სააგენტო 1.2 მილიონი ლარის ელექტრონულ შესყიდვის პროცედურას აცხადებს. შესყიდვა გულისხმობს თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული საბავშვო ბაგა- ბაღების აღსაზრდელებისათვის 2023 წლის განმავლობაში საჭირო საკანცელარიო საქონლის შეძენას.

ტენდერში წინადადებების მიღება 23 დეკემბერს დასრულდა და შესყიდვის პროცედურას ორი კანდიდატი ჰყავს.

პირველი კანდიდატი შპს „პენსან ჯორჯიაა“(1.2 მლნ ლარის შეთავაზებით). მეორე კი შპს „საკანცელარიო სახლი“ (967,927 ლარის შეთავაზებით).

მოთხოვნილი საქონლის მახასიათებლებთან ერთ-ერთ პროდუქტთან დაკავშირებით კომპანია „ბიბლუსს“ შემდეგი კითხვა აქვს: „გთხოვთ მოგვწერეთ მოთხოვნის მიზნობრიობა. რატომ არის ფანქრები მოთხოვნილი კონკრეტულად 20სმ, 6მმ და არა მაგალითად: 17სმ,
რის საფუძველზე გაჩნდა ეს მოთხოვნა?
თუ არის შესაძლებელი შემოგთავაზოთ 16სმ ან 21სმ სიგრძის , 7მმ ფერადი ფანქრები“.

შპს „საკანცელარიო სახლი“ ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით აღნიშნულ ტენდერში ფავორიტია. კომპანია დარეგისტრირებულია 2018 წელს და მისი 100% წილი მფლობელი ნინო კობახიძეა.