თბილისი (GBC) – Binance-მა, მსოფლიოს წამყვანმა ბლოკჩეინის ეკოსისტემისა და კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პროვაიდერმა, დღეს, 22 მარტს გამოაცხადა საქართველოში ბლოკჩეინის ჰაბის გახსნის შესახებ. ჰაბის მთავარი ამოცანა იქნება ნიჭის მოზიდვა ბლოკჩეინის ტექნოლოგიების სფეროში, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ინიციატივების განვითარება ბლოკჩეინისა და WEB3-ის სფეროებში, ასევე საქართველოს კრიპტო ინდუსტრიის შემდგომი განვითარება.
ამჟამად ქვეყანაში 25-ზე მეტი ადამიანი მუშაობს და ჰაბის ფარგლებში 2023 წლის ბოლომდე იგეგმება კიდევ ათობით სამუშაო ადგილის გახსნა. ასევე, გარდა რეკრუტირების სფეროში განვითარებისა, Binance-ს აქვს არაერთი ინიციატივა. მიზნად ისახავს განათლების გაძლიერებას, კრიპტოვალუტების სფეროში უფრო დიდ მონაწილეობას და მიმღებლობას. 2023 წელს Binance-მა გამოაცხადა პარტნიორობა CityPay კრიპტოვალუტის გადახდის პროვაიდერთან, თანამშრომლობა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) და Binance საქველმოქმედო ინიციატივის წამოწყება ქალებზე ორიენტირებული განათლების მხარდასაჭერად Web3-ში და BNB Chain ჰაკათონში. კერძოდ, GITA-სთან პარტნიორობა ხელს შეუწყობს Binance-ის მასშტაბურ საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ინიციატივებს ბლოკჩეინის სფეროში და საქართველოში Web3 ინდუსტრიის განვითარებაში.
GITA-სთან თანამშრომლობა არ არის Binance-ის პირველი საგანმანათლებლო ინიციატივა საქართველოში. 2023 წლის იანვარში Binance-მა გამოაცხადა თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU). მარტში კი ხელშეკრულებები გაფორმდა კიდევ ოთხ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან - ალტე უნივერსიტეტთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტთან (GAU) და კავკასიის უნივერსიტეტთან. შეთანხმებების თანახმად, Binance და Binance Academy უზრუნველყოფენ მასალებს და მხარდაჭერას, რათა დაეხმაროს უნივერსიტეტის სტუდენტებს მიიღონ შემდგომი განათლება ბლოკჩეინის, Web3, NFT და კრიპტოვალუტების შესახებ.
ასევე გასულ კვირას, BNB Chain-მა, მსოფლიოში ყველაზე დიდი ბლოკჩეინი ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების მხრივ, GITA-სთან პარტნიორობით უმასპინძლა სამდღიან Web3 ჰაკათონს საქართველოში. ღონისძიების მიზანი იყო დეველოპერების მოზიდვა და მათთვის BNB ქსელის დეველოპერთა საზოგადოებასთან ურთიერთობის და მათი Web3 უნარების პრაქტიკაში გამოცდის შესაძლებლობა. გამარჯვებულებმა მიიღეს პრიზები $2,500 პირველი ადგილისთვის, $1,500 მეორე ადგილისთვის და $1,000 მესამე ადგილისთვის, ასევე BNB Chain-ის სუვენირები და მუდმივი წვდომა BNB Chain-ის დეველოპერულ პროგრამებზე.
„საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ქვეყანაა რეგიონში და Binance-სთვის ეს ქვეყანა ჩვენს რუკაზე მნიშვნელოვანი პუნქტია. დღეისათვის ქვეყანაში სამი შეხვედრა ჩავატარეთ, რომელსაც ჯამში 2000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ პოტენციალს და ინტერესს, როგორც კრიპტო საზოგადოებიდან, ასევე ბიზნესისგან, ქვეყანაში კრიპტოვალუტების განვითარების მიმართ,“ - თქვა ვლადიმერ სმერკისმა, Binance-ის რეგიონალურმა დირექტორმა.
2022 წელს, აღმასრულებელი დირექტორის ჩანგპენგ ჟაოს (CZ) საქართველოში პირველი ვიზიტი შედგა. ვიზიტის ფარგლებში, ის შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ბიზნესის წარმომადგენლებს და კრიპტოვალუტის საზოგადოებას.
მხარეებმა განიხილეს საქართველოში ბიზნესის კეთების ხელსაყრელი პირობები და ის შესაძლებლობები, რასაც ქვეყანა სთავაზობს ინვესტორებს. დისკუსიას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის (სებ) ხელმძღვანელის მოადგილე პაპუნა ლეჟავა.
„ქვეყანაში ჰაბის გახსნა არის ლოგიკური გაგრძელება იმ დიალოგისა, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ ქვეყნის ხელისუფლებასთან. როგორც ჰაბის ნაწილი, ჩვენ გავაძლიერებთ რეკრუტირების პროგრამის განვითარებას ქვეყანაში, ასევე კიდევ უფრო მეტ ყურადღებას გავამახვილებთ Binance-ის რეგიონულ ყოფნაზე“, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა გიორგი ჩაგელიშვილმა.
Binance-ის შესახებ
Binance არის მსოფლიოში წამყვანი ბლოკჩეინის ეკოსისტემისა და კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პროვაიდერი ფინანსური პროდუქტების კომპლექტით, რომელიც მოიცავს ყველაზე დიდ ციფრული აქტივების გაცვლას მოცულობით. Binance პლატფორმა, რომელსაც ენდობა მილიონობით მსოფლიოში, ეძღვნება მომხმარებლებისთვის ფულის თავისუფლების გაზრდას. მას აქვს კრიპტო პროდუქტებისა და შეთავაზებების შეუდარებელი პორტფელი, მათ შორის: ვაჭრობა და ფინანსები, განათლება, მონაცემები და კვლევა, სოციალური სიკეთე, ინვესტიციები და ინკუბაცია, დეცენტრალიზაცია და ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები და სხვა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.binance.com