თბილისი (GBC) - იანვრის ექსპორტიორთა ხუთეულს „აიდიეს ბორჯომი საქართველო“ ტოვებს. გასული წლის იანვარში კომპანია ექსპორტიორთა TOP5–ში ირიცხებოდა.

ბორჯომს შპს „რუსელოისი“ ანაცვლებს, რომელიც ფეროშენადნობების უმსხვილესი ექსპორტიორია. გარდა ამ ცვლილებისა, 2021 წლის იანვართან შედარებით, ექსპორტიორთა ხუთეულში არაფერი შეცვლილა.

შესაბამისად, 2023 წლის  იანვრის უმსხვილეს ექსპორტიორთა ხუთეული ასეთია:

  • სს რუსთავის აზოტი
  • შპს Caucasian Metals Terminal
  • შპს რუსელოის
  • შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი
  • შპს ტოიოტა კავკასია