თბილისი(GBC) - კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით 2021 წელს სს ,,ელიტ ელექტრონიქსის“ შემოსავალმა 244.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც  34.3%-ით მეტია პანდემიური 2020-ის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდში კომპანიას 28.4%-ით 227.3 მლნ ლარამდე გაეზარდა ხარჯი. ხოლო მოგებამ 16.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 257%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე.

შემოსავლისა და მოგების ზრდასთან ერთად 2021 წელს კომპანიას 15.9%-ით 97.8 მლნ ლარამდე გაეზარდა აქტივები.

რაც შეეხება კაპიტალს, ამ პერიოდში კომპანიის საკუთარმა კაპიტალმა 22.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 285%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე.

ელიტ ელექტრონიქსი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო სავაჭრო ქსელია. კომპანია ფლობს 18 მაღაზიას ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში. კომპანია ასაქმებს 650 ადამიანს.

კომპანიის 51%-ის მფლობელია „შპს ბრიმაგ დიჯითალ ეიჯ“, ხოლო 49%-ს „შპს სი5 ინთეგრეიშენ“. ორივე კომპანია ისრაელშია დარეგისტრირებული.

სს ელიტ ელექტრონიქსი 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფლობდა შემდგომ შვილობილ კომპანიებს:

შპს ელიტ ტექსტილი 100 % არააქტიური; შპს ელიტელი 100 %; შპს მარკეტპლეისი 100% არააქტიური; შპს ელიტ სერვისი 90%.

 

2021

2020

%

შემოსავალი

244.1

181.7

34.3

ხარჯი

227.3

177

28.4

მოგება

16.8

4.7

257

აქტივები

97.8

84.4

15.9

კაპიტალი

22.7

5.9

285

თანხა მლნ (₾)