თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველომ $27 მლნ-მდე ღირებულების სამედიცინო მოწყობილობები შეიძინა. 

საუბარია  სხვადასხვა სამედიცინო ინსტრუმენტებსა და მოწყობილობებზე, წნევის საზომ აპარატებზე, ენდოსკოპებზე, სისხლის გადასხმის აპარატურაზე, ნერვული სტიმულირების აპარატურასა და სხვა „წვრილ“ სამედიცინო ტექნიკაზე.
აღნიშნული პროდუქციის ღირებულება 26 მილიონ 792 ათასი აშშ დოლარია. 

იმპორტიორ ქვეყნებს შორისაა ნიდერლანდები, გერმანია, ჩინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და სხვა.

შარშან აღნიშნული პროდუქციის იმპორტმა 21მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

წყარო: jandacva.ge