ზელენსკი: პუტინმა მესამე მსოფლიო ომი დაიწყო და ის უნდა შევაჩეროთ
ზელენსკიმ BBC-ის განუცხადა,
რომ პუტინს მესამე მსოფლიო
ომი უკვე დაწყებული აქვს და
ერთადერთი პასუხი
ინტენსიური სამხედრო და
ეკონომიკური ზეწოლაა, რათა
მან უკან დაიხიოს.„მჯერა,
რომ პუტინმა ის უკვე
დაიწყო. საკითხავი მხოლოდ
ისაა, კიდევ რამდენი
ტერიტორიის მითვისებას
შეძლებს და როგორ
შევაჩეროთ იგი... რუსეთს
სურს მსოფლიოს თავს
მოახვიოს ცხოვრების
განსხვავებული წესი და
შეცვალოს ის ყოფა, რომელიც
ხალხმა თავად
აირჩია“.რუსეთის
მოთხოვნას, რაც შეეხება,
რომ უკრაინამ ჩააბაროს
დონეცკის აღმოსავლეთ
რეგიონის ის 20%, რომელსაც
ჯერ კიდევ აკონტროლებს -
ქალაქების ხაზი, რომელთაც
უკრაინა
„ციხესიმაგრე-ქალაქებს“
უწოდებს - ისევე როგორც
დამატებითი მიწები
ხერსონისა და ზაპორიჟიას
სამხრეთ რეგიონებში? - BBC-ის
ჟურნალისტმა ზელენსკის
ჰკითხა, არის თუ არა ეს
გონივრული მოთხოვნა, თუკი
ის ცეცხლის შეწყვეტამდე
მიგვიყვანს?„მე ამას
სხვანაირად ვხედავ. ამას
მხოლოდ მიწად არ აღვიქვამ.
ამაში ვხედავ მიტოვებას -
ჩვენი პოზიციების
დასუსტებას, იქ მცხოვრები
ასიათასობით ჩვენი
ადამიანის ბედის ამარა
დატოვებას. აი, ასე ვხედავ
ამას. და დარწმუნებული ვარ,
რომ ეს „უკან დახევა“ ჩვენს
საზოგადოებას
გახლეჩს“.BBC-ის ჟურნალისტი
მორიგ კითხვაზე: მაგრამ
განა ეს არ არის
გადასახდელად მისაღები
ფასი, თუკი ის პუტინს
დააკმაყოფილებს? გგონიათ,
რომ ეს მას დააკმაყოფილებს?
- ზელენსკი პასუხობს, „ეს
მას, ალბათ, გარკვეული ხნით
დააკმაყოფილებს... მას
პაუზა სჭირდება... მაგრამ
როგორც კი ძალებს აღიდგენს
- ჩვენი ევროპელი
პარტნიორები ამბობენ, რომ
ამას სამიდან ხუთ წლამდე
დასჭირდება, ჩემი აზრით კი,
ძალების აღდგენას ორ წელზე
მეტს არ მოანდომებს - მერე
საით წავა? ჩვენ არ ვიცით,
მაგრამ ის, რომ მას ომის
გაგრძელება მოუნდება,
ფაქტია“. ტრამპის ფაქტორი
და გამარჯვების
ხედვააშშ-ის პრეზიდენტმა
დონალდ ტრამპმა ჟენევაში
ცეცხლის შეწყვეტის ბოლო
მოლაპარაკებების წინა
დღეს განაცხადა, რომ
„უკრაინას ურჩევნია
მოლაპარაკებების
მაგიდასთან სწრაფად
დაჯდეს“. ის კვლავ უფრო
მეტად უკრაინაზე აჭერს
ხელს, ვიდრე რუსეთზე.
დასავლელი დიპლომატები
გასული ზაფხულიდან
მოყოლებული მიანიშნებენ,
რომ ტრამპი ეთანხმება
პუტინს იმაში, რომ უკრაინის
მხრიდან ტერიტორიული
დათმობები არის ცეცხლის
შეწყვეტის გასაღები,
რომელიც ტრამპს იდეალურ
შემთხვევაში მომავალ
ზაფხულამდე სურს.BBC წერს,
თეთრი სახლის გარეთაც
ბევრი ანალიტიკოსი
მიიჩნევს, რომ უკრაინა ომს
ვერ მოიგებს და
მოსკოვისთვის დათმობების
გარეშე მას წააგებს.
ზელენსკის BBC-ის
ჟურნალისტმა ჰკითხე,
ჰქონდათ თუ არა ტრამპსა და
სხვებს სიმართლის
მარცვალი?„ახლა სად ხართ?“ -
უპასუხა კითხვითვე
ზელენსკიმ. „დღეს თქვენ
ხართ კიევში, ჩვენი
სამშობლოს დედაქალაქში,
თქვენ ხართ უკრაინაში.
ამისთვის ძალიან
მადლობელი ვარ. წავაგებთ?
რა თქმა უნდა, არა, რადგან
ჩვენ უკრაინის
დამოუკიდებლობისთვის
ვიბრძვით“.ზელენსკის
ხშირად უთქვამს, რომ
უკრაინას შეუძლია მოგება,
მაგრამ როგორი იქნება
გამარჯვება? რა თქმა უნდა,
მისი თქმით, გამარჯვება
უკრაინელებისთვის
ნორმალური ცხოვრების
აღდგენასა და
მკვლელობების დასრულებას
ნიშნავს. თუმცა,
გამარჯვების უფრო ფართო
ხედვა, რომელიც მან
წარმოადგინა, გლობალურ
საფრთხეს ეხებოდა, რომელიც,
მისი თქმით, პუტინისგან
მოდის.„მჯერა, რომ პუტინის
დღეს შეჩერება და მისი
მხრიდან უკრაინის
ოკუპაციის აღკვეთა მთელი
მსოფლიოს გამარჯვებაა.
რადგან პუტინი უკრაინაზე
არ გაჩერდება“.BBC-ის
ჟურნალისტი: თქვენ ხომ არ
ამბობთ, რომ გამარჯვება
მთელი ტერიტორიის
დაბრუნებაა?ზელენსკი:
„ჩვენ ამას გავაკეთებთ. ეს
აბსოლუტურად ნათელია. ეს
მხოლოდ დროის საკითხია.
ამის დღეს გაკეთება
ნიშნავს უამრავი
ადამიანის - მილიონობით
ადამიანის დაკარგვას,
რადგან [რუსული] არმია
დიდია და ჩვენ გვესმის
ასეთი ნაბიჯების ფასი.
თქვენ არ გეყოფათ ხალხი,
მათ დაკარგავთ და რა არის
მიწა ხალხის გარეშე?
სიმართლე გითხრათ, არაფერი.
ასევე არ გვაქვს საკმარისი
იარაღი. ეს მხოლოდ ჩვენზე
არ არის დამოკიდებული,
არამედ ჩვენს
პარტნიორებზეც. ასე რომ, ამ
მომენტისთვის ეს
შეუძლებელია, მაგრამ 1991
წლის სამართლიან
საზღვრებთან დაბრუნება
უდავოდ არის არა მხოლოდ
გამარჯვება, არამედ
სამართლიანობა. უკრაინის
გამარჯვება ჩვენი
დამოუკიდებლობის
შენარჩუნებაა, ხოლო მთელი
მსოფლიოსთვის
სამართლიანობის
გამარჯვება - ჩვენი ყველა
მიწის
დაბრუნება“. ურთიერთობა
ვაშინგტონთანერთი წლის
წინ ზელენსკი თეთრ სახლს
ეწვია და მიიღო ისეთი
დახვედრა, რომელიც
ერთ-ერთმა მაღალი რანგის
დასავლელმა დიპლომატმა
BBC-ის აღუწერა, როგორც
წინასწარ დაგეგმილი
საჯარო „დიპლომატიური
ძარცვა“ დონალდ ტრამპისა
და მისი ვიცე-პრეზიდენტის,
ჯეი დი ვენსის მხრიდან. მათ
არგუმენტებს, მსოფლიო
მედიის თანდასწრებით,
მილიონობით ადამიანი
ადევნებდა თვალს.ტრამპი,
რომელიც ახლახან მეორე
ვადით იქნა არჩეული,
უგზავნიდა სიგნალს
მსოფლიოს, რომ მხარდაჭერის
ერა, რომლის იმედიც
ზელენსკის და უკრაინას
პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან
ჰქონდათ, დასრულდა. NATO-ს
წევრები უკვე
გაფრთხილებულნი იყვნენ
ახალი ადმინისტრაციის
მიერ. ვენსი კი ახალი
დაბრუნებული იყო
ევროპიდან, სადაც დასავლეთ
ევროპას ტრანსატლანტიკური
ალიანსის სიმტკიცეზე
ილუზიები დაუმსხვრია.მას
შემდეგ, ზელენსკი, რომელიც
გავრცელებული ინფორმაციით
ბრიტანეთის ეროვნული
უსაფრთხოების მრჩევლის,
ჯონათან პაუელისგან
იღებდა რჩევებს, ტრამპთან
საჯარო დაპირისპირებას
ერიდება. აშშ-ის
პრეზიდენტმა თითქმის
მთლიანად შეაჩერა
უკრაინისთვის სამხედრო
დახმარების მიწოდება.
თუმცა, აშშ კვლავ აწვდის
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან
სადაზვერვო ინფორმაციას,
ხოლო ევროპული ქვეყნები
მილიარდებს ხარჯავენ
ამერიკელებისგან იარაღის
შესაძენად უკრაინისთვის
გადასაცემად.უკრაინის
პრეზიდენტს BBC-ის
ჟურნალისტმა ჰკითხა
ტრამპის ხშირად
წინააღმდეგობრივ
განცხადებებზე და
შეახსენა მის მიერ
ნათქვამი სიცრუე, თითქოს
ზელენსკი დიქტატორია,
რომელმაც ომი დაიწყო - რაც
ზუსტად იმეორებს ვლადიმერ
პუტინის მტკიცებებს.
ზელენსკის გაეცინა:„მე არ
ვარ დიქტატორი და ომი არ
დამიწყია, ესაა და
ეს“.მაგრამ შეგიძლიათ
ენდოთ ტრამპს? ჰკითხა
ჟურნალისტმა მას, თუკი
მისგან უსაფრთხოების
გარანტიას მიიღებდა,
შეასრულებდა თუ არა ის
სიტყვას? ის ხომ ადამიანია,
რომელიც აზრს ხშირად
იცვლის.„საუბარია არა
მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპზე,
არამედ ამერიკაზე. ჩვენ
ყველანი პრეზიდენტები
ვართ შესაბამისი ვადებით.
ჩვენ გვინდა გარანტიები,
მაგალითად, 30 წლით.
პოლიტიკური ელიტები
შეიცვლება, ლიდერები
შეიცვლება“.იგი
გულისხმობდა, რომ აშშ-ის
უსაფრთხოების გარანტიებს
ვაშინგტონში კონგრესის
თანხმობა სჭირდება, რათა
ისინი მყარი იყოს. „მათ
კონგრესში მიზეზთა გამო
ეყრება კენჭი. ეს მხოლოდ
პრეზიდენტებს არ ეხება.
კონგრესია საჭირო. რადგან
პრეზიდენტები იცვლებიან,
ინსტიტუტები კი რჩება.“
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
დონალდ ტრამპი შეიძლება
არასაიმედო იყოს, მაგრამ ის
იქ სამუდამოდ არ
იქნება.არჩევნები და შიდა
გამოწვევებიზელენსკი
ამბობს, რომ უსაფრთხოების
ეს გარანტიები ძალაში უნდა
შევიდეს მანამ, სანამ ის
აშშ-ის კიდევ ერთ მოთხოვნას
განიხილავს - ზაფხულისთვის
საყოველთაო არჩევნების
ჩატარებას. ეს მოთხოვნა
ეხმიანება რუსულ ნარატივს,
თითქოს ზელენსკი
არალეგიტიმური
პრეზიდენტია. ტრამპს არ
მოუთხოვია არჩევნები
რუსეთში, სადაც პუტინი
პირველად მე-20 საუკუნის
ბოლო დღეს გახდა
ლიდერი.ზელენსკიმ აღნიშნა,
რომ ჯერ არ გადაუწყვეტია,
იყრის თუ არა კვლავ კენჭს,
როდესაც არჩევნები
ჩატარდება: „შეიძლება
კენჭი ვიყარო, შეიძლება -
არა“.არჩევნები 2024 წელს
უნდა ჩატარებულიყო, თუმცა
მათი ჩატარება შეუძლებელი
იყო საომარი მდგომარეობის
გამო, რომელიც რუსეთის
სრულმასშტაბიანი შეჭრის
შემდეგ შემოიღეს.
გადადებული არჩევნების
ჩატარება, მისი თქმით,
ტექნიკურად შესაძლებელია,
თუკი ექნებათ დრო კანონის
შესაცვლელად, მაგრამ მას
მანამდე უსაფრთხოების
გარანტიები
სჭირდება.ზელენსკიმ
ჩამოთვალა იმდენი
პოტენციური პრობლემა
არჩევნების ჩატარებასთან
დაკავშირებით (მილიონობით
ლტოლვილი საზღვარგარეთ და
რუსეთის მიერ ოკუპირებული
ტერიტორიები), რომ BBC-ის
ჟურნალისტმა ვარაუდი
გამოთქვა, რომ რეალურად ის
ამ იდეის წინააღმდეგი
იყო.„თუ ეს ომის დასრულების
პირობაა, მოდით გავაკეთოთ.
მე ვთქვი: 'სიმართლე
გითხრათ, თქვენ მუდმივად
აყენებთ არჩევნების
საკითხს". პარტნიორებს
ვუთხარი: "თქვენ ერთი რამ
უნდა გადაწყვიტოთ: ჩემი
თავიდან მოცილება გინდათ
თუ არჩევნების ჩატარება? თუ
არჩევნების ჩატარება
გინდათ, მაშინ ჩაატარეთ ეს
არჩევნები პატიოსნად.
ჩაატარეთ ისე, რომ
უკრაინელმა ხალხმა ცნოს
ისინი, უპირველეს ყოვლისა.
და თქვენ თავადაც უნდა
აღიაროთ, რომ ეს ლეგიტიმური
არჩევნებია“.იარაღი და
მომავალივოლოდიმირ
ზელენსკის უკრაინაშიც
ჰყავს ოპონენტები და
მკაცრი კრიტიკოსები. მის
მთავრობას გასულ
შემოდგომაზე კორუფციულმა
სკანდალმა დაარტყა, რასაც
მისი უახლოესი მრჩევლის
წასვლა მოჰყვა. თუმცა,
ახალი გუნდით, ზელენსკი
კვლავ სარგებლობს
მხარდაჭერის ისეთი
რეიტინგით, რომელზეც
დასავლეთ ევროპის
ლიდერების უმეტესობას
მხოლოდ ოცნება შეუძლია.იგი
ზოგჯერ აღიზიანებს
მოკავშირეებს მეტი და
უკეთესი აღჭურვილობის
მუდმივი მოთხოვნით.
ერთ-ერთი ბრალდება, რომელიც
მას ოვალურ კაბინეტში
ტრამპმა და ვენსმა
წაუყენეს, იყო ის, რომ იგი არ
იყო საკმარისად მადლიერი.
მისი სიის ბოლო პუნქტია
ნებართვა ამერიკული
იარაღის ლიცენზიით
წარმოებაზე, მათ შორის
Patriot-ის საჰაერო თავდაცვის
რაკეტების.„დღეს საკითხი
საჰაერო თავდაცვაა. ეს
ყველაზე რთული პრობლემაა.
სამწუხაროდ, ჩვენი
პარტნიორები ჯერ კიდევ არ
გვაძლევენ ლიცენზიებს
სისტემების თვითონ
საწარმოებლად, მაგალითად,
Patriot-ის სისტემების, ან
თუნდაც რაკეტების იმ
სისტემებისთვის, რომლებიც
უკვე გვაქვს. ჯერჯერობით
ამაში წარმატებას ვერ
მივაღწიეთ“.ჟურნალისტი:
რატომ არ აკეთებენ
ამას?ზელენსკი: „არ ვიცი.
პასუხი არ მაქვს“.BBC-თან
ინტერვიუს დასასრულს
ზელენსკიმ უკრაინულიდან
ინგლისურზე გადაინაცვლა.
BBC-ის ჟურნალისტმა კი მას
ჰკითხა, უნდა მოვემზადოთ თუ
არა კიდევ უფრო ხანგრძლივი
ომისთვის უკრაინაში?„არა,
არა, არა, ეს ორი პარალელური
გზაა... თქვენ ჭადრაკს
ეთამაშებით ბევრ ლიდერს და
არა რუსეთს. არ არსებობს
ერთი სწორი გზა. უნდა
აირჩიოთ ბევრი პარალელური
ნაბიჯი, პარალელური
მიმართულება. და ერთ-ერთ ამ
პარალელურ გზას, ვფიქრობ,
მოჰყვება წარმატება.
ჩვენთვის წარმატება
პუტინის
შეჩერებაა“.ჟურნალისტი:
მაგრამ ვლადიმერ პუტინი
ხომ არ აპირებს ამ ომის
დასრულებას? თუ მასზე
კოლოსალური ზეწოლა არ
იქნება, ის კი არ ჩანს ასეთ
ზეწოლის ქვეშ.ზელენსკი: „კი
და არა. ვნახოთ. კი და არა.
მას არ უნდა, მაგრამ "არ
უნდა" არ ნიშნავს, რომ არ
გააკეთებს. ღმერთმა ინებოს.
ღმერთმა ქნას,
წარმატებულები ვიყოთ.
გმადლობთ“.ზელენსკიმ ეს
თქვა თუ არა, ფოტოები
გადაიღო, BBC-ის გუნდს ხელი
ჩამოართვა და ოთახიდან
გავიდა.
1771824540