თბილისი (GBC) – 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით შპს ,,პრესტიჟის’’ (ისი-პარი) ამონაგები პანდემიურ წელთან (2020) შედარებით 43.2%-ით იზრდება და  41.9 მლნ ლარი უფიქსირდება. კომპანიამ თითქმის იგივე წილით გაზარდა (42.3%) რეალიზებული საქონლის თვითღირებულების (რ.ს.თ) ხარჯი და 22.3 მლნ ლარი დააფიქსირა.

ამ პერიოდში კომპანიამ 44.3%-ით გაზარდა საერთო მოგება და 19.7 მლნ ლარი დააფიქსირა.

,,ისი პარის’’ 20%-ით 10.2 მლნ ლარამდე გაეზარდა გაყიდვებისა და კომერციული ხარჯები,ხოლო 36.9%-ით 2.5 მლნ ლარამდე საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები.კომპანია 2021 წლის მდგომარეობით ასაქმებდა 277 თანამშრომელს და იგი ქვეყანაში 19 მაღაზიითაა წარმოდგენილი.

კომპანიამ  10.2%-ით 19.9მლნ ლარამდე გაზარდა აქტივები, ხოლო 107%-ით 8.8მლნ ლარამდე გაზარდა კაპიტალი.

შპს პრესტიჟი დაარსებულია 2004 წელს და იგი დღემდე ოპერირებს ,,ისი პარი’’-ს სახელით.

კომპანიის ძირითადი საქმიანობაა კოსმეტიკური და პარფიუმერიული პროდუქტით საცალო და საბითუმო ვაჭრობა. ისი პარის მაღაზიებში 150-ზე მეტი პარფიუმერიული სახელია წარმოდგენილი: Chanel, Sisley, Shiseido, YSL, Lancome, Cartier, Hermes, Bvlgari, Narciso Rodriguez, Ellie Saab, Marc Jacobs, Chloe, Gucci, Dolce&Gabbana, Burberry, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Herrera, Versace, Davidoff, CK და სხვა.

კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა შემდეგია:

ლევან მარგველაშვილი 25%; პაატა გიგაური 25%; გიორგი მედულაშვილი 25%; დავით მედულაშვილი 25%;

ისი პარი ფ/ა

2021

2020

%

ამონაგები

41.9

29.3

43.2

რ.ს.თ

(22.3)

(15.7)

42.3

საერთო მოგება

19.7

13.6

44.3

კომერც. ხარჯები

(10.2)

(8.5)

20

ადმინის. ხარჯები

(2.5)

(1.8)

36.9

წმინდა მოგება

7.6

(0.5)

1520

აქტივები

19.9

17.9

10.2

კაპიტალი

8.8

4.2

107.6

 

 

 

 

 

 

თანხა მლნ ₾