თბილისი (GBC) - ფინანსური ანგარიშის მიხედვით 2021 წელს მაღაზიათა ქსელი ,,კარფური’’ პანდემიის წელთან შედარებით (2020), შემოსავალი 20.7%-ით 570.3მლნ ლარამდე გაზარდა. 

კომპანიამ 21.8%-ით 452.7მლნ ლარამდე გაზარდა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება (რ.ს.თ). შესაბამისად კომპანიის საერთო მოგება 16.8%-ით 117.6 მლნ ლარამდე გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში კომპანიამ 42.7%-ით 177.1 მლნ ლარამდე გაზარდა აქტივები.

კომპანიის დაგროვილი ზარალებიდან გამომდინარე კომპანიას 215 მლნ ლარის ,,კაპიტალის ზარალი’’ უფიქსირდება. 

კარფური დარეგისტრირებულია როგორც შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“ 2011 წელს.

კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საქართველოში ჰიპერმარკეტების, სუპერმარკეტების და პატარა მარკეტების ქსელის ფუნქციონირება და მართვა.

2021 წლის 31 დეკემბრისთვის, კომპანია ამუშავებდა 5 ჰიპერმარკეტს, 14 სუპერმარკეტს და 43 პატარა მარკეტს.

კომპანიის 100% წილის მფლობელია: ,,მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს’’ (არაბთა გაერთიანებული საამიროები).

კარფური ფ/ა

2021

2020

%

შემოსავალი

570.3

472.4

20.7

რ.ს.თ.

(452.7)

(371.7)

21,9

საერთო მოგება

117.6

100.7

16.8

აქტივები

177.1

124.1

42.7

კაპიტალი

(215)

(220.1)

-2.3

 

 

 

 

თანხა მლნ ₾