პაპუაშვილი ზურაბიშვილს და ხიდაშელს "სამშობლოს ღალატის ჩადენაში" ადანაშ...
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ
ზურაბიშვილი თავს კვლავ
საქართველოს პრეზიდენტად
მიიჩნევს.„სალომე
ზურაბიშვილი თავს
მიიჩნევს საქართველოს
მოქმედ პრეზიდენტად, ეს რაც
არ უნდა ბიპოლარული
აშლილობის ნაწილი იყოს.
მისი გადმოსახედიდან რა
გამოდის? - ის ჩადის უცხო
ქვეყანაში, 4 დეპუტატთან
შესახვედრად. სავარაუდოდ,
საჯარო განხილვა იქნება.
ჩადის იმისთვის, მათ
აუხსნას, რამდენად ცუდია
ის, რომ საქართველო
საკუთარი ინტერესებით
მოქმედებს და არ მოქმედებს
ამერიკის ინტერესებით", -
თქვა შალვა
პაპუაშვილმა.პაპაშვილი
ირწმუნება, რომ
ზურაბიშვილი მიდის იქ,
როგორც მოწმე, რომ
დაუმტკიცოს ამერიკელ
ზოგიერთ სენატორს თუ
კონგრესმენს, როგორი ცუდია
მისი ქვეყანა, რომლის
პრეზიდენტიც ის არის
საკუთარ ზღაპრულ
წარმოდგენებში, უცხო
ქვეყნის ინტერესებით რომ
არ მოქმედებს და მოქმედებს
თავისი
ინტერესებით."სალომე
ზურაბიშვილი არის
მაკკეინის ინსტიტუტის
სტიპენდიატი.
ჩვეულებრივად უცხოელებს
ჰყავთ ხელფასზე. ამაზე მეტი
აგენტობა რა გინდათ?!", -
განაცხადა
პაპუაშვილმა.მან ისაუბრა
თავდაცვის ყოფილ
მინისტრზე, თინა
ხიდაშელზეც და თქვა, რომ
"ხიდაშელი არის ტაივანის
არაღიარებული ქვეყნის
დაფინანსების ქვეშ მყოფი
ადამიანი", რომელსაც,
პაპუაშვილის აზრით, ფულს
უხდიან იმაში, რომ
ანტიჩინური განწყობები
გააღვივოს - ორი ადამიანი,
რომელიც ჩადის ღია ეთერში
სამშობლოს ღალატის
ჩასადენად. ის, რომ ამერიკა
თავის ინტერესს ატარებს, ეს
არის აქსიომა."ტყუილი ის
იყო, რომ ამერიკის ყოფილი
ელჩები გვიმტკიცებდნენ,
მაგალითად დეგნანი,
გამოდიოდა და გვეუბნებოდა,
რომ საქართველოს
ინტერესებით მოქმედებს. მე
მოყოლილი მაქვს კიდეც, ელჩი
დეგნანი როგორ მოვიდა
ჩემთან. 28 თებერვალს, 4 დღის
დაწყებულია ომი, კიევსაა
მიმდგარი რუსული ჯარი,
მოდიოდა და კატეგორიულად
ითხოვდა აირჩიეთ ახლა სად
დგახართო. უნდა მოახდინოთ
ესკალაცია რუსეთთანო,
დაუწესეთ სანქციები,
ჩაკეტოთ ცაო. ყველა, ვინც
ითხოვდა რუსეთთან
ესკალაციას, ცდილობდა
საქართველოს ჩათრევას
ომში. ყველა, ვინც
გვეუბნებოდა, ჩაკეტეთ
საზღვარიო, ითხოვდა ამას.
ყველა ვინც ამბობდა, რომ
ვიზები შემოიღეთო,
ეკონომიკური სანქციები
დააწესეთო... ეს არის
ესკალაციისა და ომში
ჩათრევის ინსტრუმენტი.
ქალბატონი დეგნანი
ავტომატით ჩემთან მოსული
არ იყო, აჰა, შენ ავტომატი და
წადი ისროლეო, მაგრამ ესაა
რასაც საუბრობენ, მათ შორის
პოლონეთის პრეზიდენტი და
სხვები, ითხოვდნენ
ესკალაციას, ქვეყანასთან,
რომლის ჯარიც აქედან 30 კმ-ში
დგას. რა თქმა უნდა, ეს იყო
პირდაპირ ჩვენი წიხლით
შეტენვა ომში“, - განაცხადა
შალვა
პაპუაშვილმა.ჰელსინკის
კომისია 10 სექტემბერს
მოსმენას „პარტნიორიდან
პრობლემამდე: საქართველოს
ანტიამერიკული გადახვევა“
გამართავს.შეხვედრაზე
საქართველოს მეხუთე
პრეზიდენტს სალომე
ზურაბიშვილს, საქართველოს
თავდაცვის ყოფილ მინისტრს
თინათინ ხიდაშელს და
ჰადსონის ინსტიტუტის
უფროს მკვლევარს ლუკ კოფის
მოუსმენენ.
1756981890