თბილისი (GBC) - თავდაცვის ექს–მინისტრი დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელი აღარ არის. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კეზერაშვილმა წილი თანადამფუძნებლებს გადასცა.
სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ახლა შპს "ფორმულას" წილის 38%-ს მიხეილ მშვილდაძე ფლობს, ირაკლი საღინაძე და გიორგი ლიფონავა 2.5-2.5%-ს, ზურაბ გუმბარიძე 32.2%-ს, თავისუფლების ფორმულა კი, 25%-ს.
ბოლო ამონაწერის მიხედვით, ახლა ფორმულას ყველაზე დიდი წილის მფლობელი მიხეილ მშვილდაძეა. მის სასარგებლოდ დათმეს წილის 10-10% ლოფონავამ და საღირაძემაც.
ტელეკომპანია "ფორმულას" საკონტროლო პაკეტის მფლობელი დავით კეზერაშვილი 2023 წლის აგვისტოდან აღარაა.
წილები ამ დრომდე ასე ნაწილდებოდა:
- მიხეილ მშვილდაძე - 12.25%
- ირაკლი საღინაძე - 12.25%
- ზურაბ გუმბარიძე - 12.25%
- გიორგი ლიფონავა - 12.25%
- დავით კეზერაშვილი - 26%
- ააიპ "თავისუფლების ფორმულა“ - 25%