თბილისი (GBC) - საქართველოს ნაკრების  EURO 2024-ზე ასპარეზობამ საფეხბურთო დეკორზე მოთხოვნა გაზარდა. გაიზარდა საფეხბურთო ეკიპირების აქსესუარების მწარმოებელთა რაოდენობაც.

საქართველოს ნაკრების  EURO 2024-ზე ასპარეზობამ საფეხბურთო დეკორზე მოთხოვნა გაზარდა. გაიზარდა საფეხბურთო ეკიპირების აქსესუარების მწარმოებელთა რაოდენობაც.

ევროპის ჩემპიონატითაა ინსპირირებული Empire Of Art. „ბიზნესპარტნიორს“ სტარტაპის თანადამფუძნებელმა ირაკლი გოგრიჭიანმა განუცხადა, რომ საფეხბურთო დეკორის გაყიდვების მაჩვენებელი მიანიშნებს ფეხბურთი ქართველების დიდ სიყვარულზე ამ სპორტის მიმართ.

„როგორც ქართული გუნდების, ისე სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ნაკრების, თუ კლუბების საფეხბურთო დეკორაციას სულ უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს, საჩუქრად თუ პირადი მოხმარებისთვის", - გოგრიჭიანის ინფორმაციით, კომპანიას შეკვეთების აქვს როგორც ფიზიკური პირებისგან, ისე მსხვილი კომპანიებისგან.

სტარტაპუი ასევე ძალების უცხოეთშიც მოსინჯვასაც აპირებს. ადგილობრივ ნაკეთობებს ევროპაში გაიტანს. გერმანიაში ექსპორტზე გარკვეული მოლაპარაკებების დაწყებულია. საექსპორტო ბაზრებად მოიაზრება ესპანეთი და საფრანგეთი.

სტარტაპი 8 თვეა ბაზარზე. ფეხბურთის დეკორის გაზის გარდა, ხის ავეჯს და საყოფაცხოვრებო ნივთებს აწარმოებს და წლის ბოლომდე ასორტიმენტის გაზრდასაც აპირებს. 

(ბიზნესპარტნიორი)