თბილისი (GBC) – ფინანსური ანგარიშის მიხედვით 2021 წელს, პანდემიის წელთან შედარებით (2020) მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯის“ შემოსავალი 44.6%-ით გაიზარდა და 592.7 მლნ ლარი შეადგინა.
ამ პერიოდში კომპანიის რეალიზებული საქონლის თვითღირებულება 47.6%-ით 485.6 მლნ ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, კომპანიის საერთო მოგებამ 107.1 მლნ ლარი შეადგინა. ამ მონაცემებით ჩანს, რომ 2021 წლის განმავლობაში კომპანია „ორი ნაბიჯის“ საშუალო მოგების მარჟა 18.1% იყო.
აღნიშნული მაჩვენებლით ჩანს, რომ კარფურთან და ნიკორასთან შედარებით ორი ნაბიჯის მოგების მარჟა გაცილებით დაბალია (იხილეთ ცხრილი).
„ორი ნაბიჯის“ აქტივები 2021 წელს 29.6%-ით 211.7 მლნ ლარამდე გაეზარდა. კომპანიის კაპიტალი კი დაგროვილი ზარალის გამო 4.8 მლნ ლარიან ზარალშია.
შპს „ორი ნაბიჯი“ 2009 წელს დაარსდა. 2021 წლის ბოლოს კომპანიაში დასაქმებული იყო 3200-მდე თანამშრომელი, რომლებზეც გაცემულმა ხელფასებმა წლის განმავლობაში 32 მლნ ლარამდე შეადგინა (1 თანამშრომელზე საშუალოდ თვეში 830 ლარი).
კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა შემდეგია: გოჩა ცქიტიშვილი 33.34%; გიორგი ჩხეიძე 33.3%; კახი ბექაური 33.3% (კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი).
შპს „ორი ნაბიჯი“ |
2021 |
2020 |
% |
შემოსავალი |
592.7 |
409.9 |
44.6 |
თვითღირებულება |
(485.6) |
(328.9) |
47.6 |
საერთო მოგება |
107.1 |
81 |
32.2 |
აქტივები |
211.7 |
163.3 |
29.6 |
კაპიტალი |
(4.8) |
1.04 |
-561 |
თანხა მლნ (₾)
სასურსათო მაღაზიები |
2021 წლის მოგების მარჟა |
კარფური |
20.6% |
ნიკორა |
29.2% |
ორი ნაბიჯი |
18.1% |