თბილისი (GBC) - საქართველოს მუნიციპალური განვითარების 1.9 მლნ ლარის ღირებულების ელექტრონულ ტენდერს, რომლის პირობაც ქუთაისის ტორპეტოს სტადიონის რეაბილიტაციაა, კომპანია ,,დაგი’’ ლიდერობს. 

ტენდერში წინადადებების მიღება 14 ნოემბერს დასრულდა. ტენდერი ამჟამად შერჩევა/შეფასების ეტაპზეა და გულისხმობს Design-Build მეთოდით, ქუთაისში, აკაკი ხორავას №1-ში მდებარე რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის რეაბილიტაციის სამუშაოებს.

გამარჯვების შემთხვევაში ,,დაგი’’ სამუშაოებს 1.8 მლნ ლარად შეასრულებს.

პროექტი  მოიცავს: 

1. მოედნის მწვანე საფარის საფუძვლის მოწყობა;

2. მოედნის განათების კოშკურების დემონტაჟს კანონმდებლობის შესაბამისად და ახლის მოწყობა;

3. LEVEL B კატეგორიის სანათების მოწყობა (UEFA-ს სტადიონების განათების გზამკვლევის შესაბამისად);

4. მოედნის გარშემო კაუჩუკის სარბენი ბილიკის მოწყობა/შეღებვა;

5. ტერიტორიის კეთილმოწყობა, შიდა და გარე პერიმეტრის ღობის რეაბილიტაცია/განახლება და პარკინგის კეთილმოწყობა;

6. ტურნიკეტების მოწყობა;

პროექტის სრული საგარანტიო ვადა შეადგენს 2 წელს.

ტენდერის პირობების მიხედვით,კომპანიას უნდა ჰქონდეს სპორტული შენობა-ნაგებობების, ან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, ან ადმინისტრაციული შენობების მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის

გამოცდილება. ასევე პრეტენდენტის ბოლო ხუთი წლის (2017, 2018, 2019, 2020 და 2021 წლები) საშუალო წლიური ბრუნვა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 9,500,000.00 ლარს.

სამშენებლო კომპანია დაგი დაარსებულია 2004 წელს. ტენდერების მონიტორის მიხედვით დაგის 242 ტენდერიდან 67-ში გამარჯვება აქვს მოპოვებული. მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება კი 467.3 მლნ ლარია.

კომპანიის 75%-ის მფლობელია გოგი გულორდავა,ხოლო 25%-ის თამარ ჩხეტია.