თბილისი (GBC) - რაჭაში, სოფელ სხვავაში მდებარე 731 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა პირობიან აუქციონზე იყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

აუქციონი 28 ივლისს 17:00 საათზე სრულდება. ბიჯი კი 1000 ლარითაა განსაზღვრული.

ლოტის საწყისი ფასი 30 000 ლარია.

პირობა: შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე არსებულ შენობა-ნაგებობ(ებ)ზე სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარემონტო სამუშაოების (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) ამავე შენობა-ნაგებობ(ებ)ის გარე ფასადის სარემონტო/მოპირკეთებით სამუშაოებს) განხორციელება და შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) ან ამავე შენობა-ნაგებობ(ებ)ის დემონტაჟის განხორციელება და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა, შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით.