თბილისი (GBC) – თიბისი ბიზნესი მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. 

23 – 24  სექტემბერს 19:00 საათზე გაიმართება შეხვედრა ბრენდის კონსულტანტთან, დავით ხუციშვილთან, რომელიც ისაუბრებს თემაზე - როგორ განვსაზღვროთ სამიზნე აუდიტორია?

ფიზიკური შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება: 

23 სექტემბერი - სეგმენტაცია

1) რა არის ბაზრის სეგმენტაცია

2) რას ემსახურება ბაზრის სეგმენტაცია

3) სეგმენტაციის სახეები

4) სეგმენტაციის გამოყენების წესები 

24 სექტემბერი - ტარგეტინგი

1) როგორ ხდება მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა

2) მიზნობრივ აუდიტორიასთან წვდომის სტრატეგიების ჩამოყალიბება

3) როგორ ხდება მიზნობრივი აუდიტორიის დეტალური დახასიათება

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია:

სარეგისტრაციო ფორმა (google.com)