თბილისი (GBC) – Wizz Air ავრცელებს ინფორმაციას სამომავლო გეგმის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ფრენების 10%-ის განხორციელებას მდგრადი საავიაციო საწვავით (SAF) 2030 წლისთვის.

ახალი მიზანი მნიშვნელოვანი ნაბიჯია Wizz Air-ის გარემოს დაცვისა და მდგრადობის სტრატეგიაში და ეფუძნება ავიაკომპანიის მუდმივ ინვესტიციებს SAF-ის განვითარებაში. ახალი მიზნის მისაღწევად, ავიაკომპანია მოუწოდებს ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებს, რომ გაზარდონ SAF-ის წარმოება და გადალახონ მის გადანაწილებასთან დაკავშირებული ბარიერები.

Wizz Air-მა ამ ინიციატივის შესახებ დილით გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა Firefly-თან ერთად, რომელიც ბრიტანეთში დაფუძნებული ინოვაციური ბიოსაწვავის კომპანიაა. Wizz Air-ი მხარს უჭერს Firefly-ის 2023 წლიდან, ამ პარტნიორობით 2028 წლიდან, მომდევნო 15 წლის განმავლობაში, ავიაკომპანია 525 000 ტონამდე SAF-ს გამოიყენებს ბრიტანეთში.

ახალი მისწრაფება კიდევ უფრო აძლიერებს Wizz Air-ის, როგორც ინდუსტრიის ლიდერის პოზიციას გარემოს დაცვისა და მდგრადობის მიმართულებით და ხაზს უსვამს მის ვალდებულებას, შეამციროს ნახშირბადის ემისია მგზავრზე/კმ 25%-ით 2030 წლისთვის. ავიაკომპანია გააგრძელებს ამ მიმართულებით უფრო მასშტაბური ინიციატივების განხორციელებას, რაც ასევე გულისხმობს ფლოტის განახლებასა და ეფექტური, დაბალფასიანი ოპერაციების წარმართვას. ავიაკომპანია იყენებს უახლესი ტექნოლოგიების თვითმფრინავებს და პრიორიტეტს ანიჭებს სავარძლების მაღალი სიმკვრივისა და დატვირთვის ფაქტორებს, რათა უზრუნველყოს მისი მიმდინარე ოპერაციების მაქსიმალური მდგრადობა.

Wizz Air-ი ლიდერობს საავიაციო ინდუსტრიაში ყველაზე დაბალი ნახშირბადის ემისიით ერთ მგზავრზე/კმ-ზე მის კონკურენტებს შორის. 2023 წელს Wizz Air-მა მიაღწია CO2 ინტენსივობის რეკორდულად დაბალ საშუალო წლიურ მაჩვენებელს, რომელიც შეადგენდა 51,5 გრამს მგზავრზე/კმ-ზე, რამაც გამოიწვია CO2-ის 6.8%-იანი შემცირება წლიურად.

ივონ მოინიჰანი, Wizz Air-ის კორპორაციული და ESG ოფიცერი:

„Wizz Air აღნიშნავს ტრანსფორმაციის ორ ათწლეულს, რაც გულისხმობს მის პატარა ავიაკომპანიიდან, მდგრადი ავიაციისა და ხელმისაწვდომი მოგზაურობის გლობალურ ლიდერად ჩამოყალიბებას. ფლოტის განახლებისა და ოპერაციული ეფექტურობის პარალელურად, მდგრადი საავიაციო საწვავის  (SAF) გამოყენება გადამწყვეტ როლს თამაშობს ნახშირბადის ემისიების შემცირებაში. ჩვენი თანამშრომლობა Firefly-თან ეხმიანება ჩვენს საბოლოო მიზანს, განვახორციელოთ ფრენები SAF-ის გამოყენებით და ამ ნაბიჯით, ხელი შევუწყოთ გარემოს დაცვასა და მდგრადობას.”

ABOUT WIZZ AIR

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 206 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 60.3 მილიონი მგზავრისთვის 2023 წელს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით.  კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. Wizz Air-ი ATA-ის მიერ 2019 და 2023 წლებში დასახელდა „წლის ავიაკომპანიად“. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2021-2023-ში და მიღებული აქვს ტიტული „წლის გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2022-2023-ის მიერ.