თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის  ინფორმაციით სარფის საბაჟოზე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების (საერთო წონა - 386 გ) შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი გამოვლინდა.

საერთო საბაჟო ღირებულებით - 83 879 ლარი.

სამართალდამრღვევ უცხო ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეების საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს.