მთავრობისადმი წერილში ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურს მ...
ნათია ჯანაშიას და დავით
ცეცხლაძის მიმართვაში
პრემიერ-მინისტრისა და
მინისტრებისადმი
ნათქვამია:„ბატონო
პრემიერო,
ბატონო/ქალბატონო
მინისტრებო,მოგმართავთ
„ბრიტანულ-ქართული
აკადემიისა“ და „თბილისის
ბრიტანული საერთაშორისო
სკოლის“ დამფუძნებელი
პარტნიორები, ნათია
ჯანაშია და დავით
ცეცხლაძე.ბევრი დაიწერა
იმის შესახებ, თუ როგორ
ცდილობს სს „საქართველოს
კაპიტალის“ ხელმძღვანელი,
ნაციონალი ირაკლი გილაური
მიიტაცოს ჩვენი ბიზნესი,
ჩვენი სკოლები, რომლებიც
ჩვენ ავაშენეთ და ვაქციეთ
საერთაშორისო
სტანდარტების
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებად. გილაურმა
კი, გარდა იმისა, რომ
მოტყუებით მიიღო ჩვენი 100%
წილიდან 70% და არ შეასრულა
საინვესტიციო
ვალდებულებები, განიზრახა
მიეტაცებინა ჩვენი
ბიზნესი, რის სისრულეში
მოსაყვანად, ჯერ მიითვისა
სკოლის კუთვნილი სამ
მილიონ ლარზე მეტი, ხოლო
შემდეგ დირექტორის
თანამდებობიდან უკანონოდ
გამათავისუფლა მე, ნათია
ჯანაშია და ბრუტალური,
მხეცური გზებით მოახდინა
სკოლის ოკუპაცია.ჩვენთვის,
როგორც ნაციონალების
მმართველობის დროს
რეპრესირებული
ოჯახისთვის, მტკივნეულია
იმის გააზრება და აღიარება,
რომ დღეს, ნაციონალური
მოძრაობის საჯარო
გასამართლების
პარალელურად, ნაციონალი
ირაკლი გილაური ბედავს და
ნაცების მიერ
აპრობირებული მეთოდებით,
ახდენს სკოლის ოკუპაციას,
ძალის გამოყენებითა და
პოლიციის უკანონო ჩარევით
ახორციელებს სკოლის
თანამშრომლების
დაშინებასა და გამოყვანას
სკოლის შენობიდან.
სამწუხაროა, რომ ჩვენ მიერ
ღია წერილის არაერთგზის
გამოქვეყნებისა თუ
შესაბამისი უწყებებისადმი
მიმართვის მიუხედავად,
გილაური, პირადი
კავშირების წყალობით,
განაგრძობს სკოლის
ოკუპაციასა და უკანონო
ქმედებების ჩადენას. ჩვენ,
სკოლის დამფუძნებელ
პარტნიორებს გვიკრძალავს
ჩვენ მიერ აშენებულ
სკოლაში შესვლას.სკოლის
შენობაში შესვლა
გვეკრძალება არამხოლოდ
როგორც პარტნიორებს,
არამედ როგორც სკოლის
მოსწავლეების მშობლებსაც,
რითაც გილაური ახდენს
ჩვენი ოთხი
არასრულწლოვანი შვილის
დისკრიმინაციას. ჩვენი
შვილების მიმართ, რომლებიც
„თბილისის ბრიტანული
საერთაშორისო სკოლის“
მოსწავლეები არიან, სკოლის
თვითმარქვია
ადმინისტრაციისა და
აკადემიური დირექტორის
მხრიდან ხორციელდება
დამამცირებელი, ბავშვების
ფსიქიკის დამაზიანებელი
ქმედებები, ყოველდღიურად
ირღვევა ბავშვების
უფლებები. ჩვენი შვილების
უფლებების დარღვევის
ფაქტებთან დაკავშირებით
უკვე მივმართეთ შესაბამის
უწყებებს და მათი
ობიექტურობის იმედი
გვაქვს.ნაციონალმა
გილაურმა, პირადი
კავშირების ბოროტად
გამოყენებით, შეძლო და
ორჯერ უკანონოდ
დაარეგისტრირა სკოლის
ახალი დირექტორები. ასევე,
ცდილობს,
სამართალწარმოების ყველა
ეტაპზე შეზღუდოს ჩვენი
შესაძლებლობები, რომ
კანონის გზით არ მივაღწიოთ
სიმართლის დადგენასა და
ჩვენი უფლებების დაცვას.
გარდა იმისა, რომ ნაციონალი
გილაური უკანონო
ქმედებებით ცდილობს
სკოლის მიტაცებას, იგი
ახდენს სახელმწიფო
უწყებების
დისკრედიტაციას,
ახორციელებს რა ზოგიერთ
მოხელეზე უკანონო
ზემოქმედებას, რაც ეჭვქვეშ
აყენებს სახელმწიფო
სტრუქტურების ქმედითობასა
და
მიუკერძოებლობას.გთხოვთ,
თქვენი კომპეტენციის
ფარგლებში, მიიღოთ
შესაბამისი ზომები, რომ
გილაურს არ მიეცეს ჩვენი
ბიზნესის მიტაცებისა და
სახელმწიფო უწყებებით
მანიპულირების
შესაძლებლობა. ჩვენ
ვაგრძელებთ ბრძოლას
არამხოლოდ საქართველოში,
არამედ გაერთიანებულ
სამეფოშიც, სადაც გილაურის
მიერ მართული ბრიტანული
კომპანიის აქციები
დაშვებულია ლონდონის
საფონდო ბირჟაზე. ვწერდით
იმის შესახებაც, რომ
ლონდონში რეგისტრირებული
Georgia Capital PLC და საქართველოში
რეგისტრირებული სს
„საქართველოს კაპიტალი“
ერთი მენეჯმენტის მიერ
იმართება და ქართული
კომპანიით ოპერირების
მიზანი შესაძლო
სისხლისსამართლებრივი და
სხვა უკანონო
ქმედებებიდან გამომდინარე
შედეგების ბრიტანული
კომპანიისათვის თავიდან
აცილებაა. იმავდროულად,
გილაური მანიპულირებს
ბრიტანული კომპანიით, რომ
ლონდონის საფონდო ბირჟაზე
დაშვებული კომპანიის
საქმიანი რეპუტაციით
შევიდეს „საინვესტიციო“
გარიგებებში. შესაბამისად,
ჩვენი ბრძოლა
გაერთიანებულ სამეფოშიც
გრძელდება, მიმდინარეობს
სამართლებრივი
პროცედურები, მათ შორის,
გაერთიანებულ სამეფოში
ირაკლი გილაურისათვის
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის
დაკისრებისა და მისი
დასანქცირების
მისაღწევად. ამასთან,
მიმდინარეობს ლონდონის
საფონდო ბირჟიდან Georgia Capital
PLC-ის, როგორც შესაძლო
თაღლითობის
განმახორციელებელი
კომპანიის გაძევებისათვის
საჭირო სამართლებრივი
მოქმედებები. იმედს
ვიტოვებთ, რომ ქართული
მართლმსაჯულება ისეთივე
ეფექტიანი იქნება
გილაურის შესაძლო
დანაშაულებრივი
ქმედებების გამოძიებისა
და საქმეზე ობიექტური
გადაწყვეტილების მიღების
თვალსაზრისით, როგორც
გაერთიანებული სამეფოს
შემთხვევაშია“. (R)
1745562700