თბილისი (GBC) –  ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამშაბათს განაცხადა, რომ გეგმა არის უკიდურესად კონკრეტული. მისივე თქმით, მაისში დასრულდება ტენდერთან დაკავშირებული პროცედურები. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სამუშაოები უკვე ივნისში დაიწყება.

„დაახლოებით 2 წელი დასჭირდება პირველ, ძირითად  ფაზას. რაც შეეხება პირველ გემს და ა.შ. მთავარია ჩვენთვის, რომ პირველი ფაზა 2 წელიწადში წარმატებით დასრულდეს. ამაზე არის მთლიანად კონცენტრირებული ჩვენი მუშაობა", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი ორშაბათს, 18 მარტს გამოაცხადა.