თბილისი (GBC) – აზერბაიჯანმა სომხეთისთვის საწვავის მიწოდების მორიგი მსხვილი პარტია გაგზავნა. სს „აზერბაიჯანის რკინიგზის“ გიუზდეკის სადგურიდან დღეს 2 475 ტონა დიზელის საწვავით დატვირთული 42 ვაგონი გავიდა, რომელიც დანიშნულების ადგილზე საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით ჩავა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება

საწვავის ტრანსპორტირება ბოიუკ-ქესიკის სადგურის გავლით, საქართველოს საზღვრის გადაკვეთით ხორციელდება.

2025 წლის 18 დეკემბრიდან – მას შემდეგ, რაც ამ მიმართულებით ექსპორტი ოფიციალურად დაიწყო აზერბაიჯანიდან სომხეთში უკვე გადაზიდულია 10 ათას ტონაზე მეტი დიზელის საწვავი, 979 ტონა AI-92 და 2 955 ტონა AI-95 მარკის ბენზინი.

აზერბაიჯანიდან სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე წლების განმავლობაში მოქმედი შეზღუდვები პრეზიდენტ ილჰამ ალიევის 2025 წლის ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა, რის შემდეგაც ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო გადაზიდვები უწყვეტ რეჟიმში აღდგა.