თბილისი (GBC) – ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ქალაქის ახალი მიკროავტობუსების ახალ სამარშრუტო ხაზებზე გაშვება ეტაპობრივად მიმდინარეობს. მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა კი მხოლოდ პლასტიკური ბარათებით არის შესაძლებელი.
მოცემულ ეტაპზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით გახსნილი სამარშრუტო ხაზების მარშრუტის ნომერი, მიმართულება და ტარიფები იხილეთ ჩამონათვალში:
კირნათის ადმინისტრაციული ერთეული
- 400 მეტროს ავტოსადგური-კირნათი (შუშანეთი) – 1.00 ლ
- 401 მეტროს ავტოსადგური-მარადიდი – 1.00 ლ
- 402 მეტროს ავტოსადგური-სოფელი შუშანეთი (კირნათი) – 1.00 ლ
მაჭახელას ადმინისტრაციული ერთეული
- 403 მეტროს ავტოსადგური-სოფელი ზედა ჩხუტუნეთი – 1.60 ლ
- 404 მეტროს ავტოსადგური-სოფელი ჩიქუნეთი – 1.60 ლ
აჭარისწყლის ადმინისტრაციული ერთეული
- 406 მეტროს ავტოსადგური-კიბე – 1.00 ლ
- 408 მეტროს ავტოსადგური-ევგენიძეები – 1.00 ლ
შარაბიძეების ადმინისტრაციული ერთეული
- 409 მეტროს ავტოსადგური-ზედა ერგე (ეკალაური)–1.00 ლ
- 410 მეტროს ავტოსადგური-ზემო ჯოჭო – 1.00 ლ
- 411 მეტროს ავტოსადგური-ქვედა ჯოჭო – 1.00 ლ
- 412 მეტროს ავტოსადგური-ვარშალომიძეები – 0.70 ლ
- 413 მეტროს ავტოსადგური-ზანაქიძეეები – 0.70 ლ
- 414 მეტროს ავტოსადგური-ზედა შარაბიძეები – 0.70 ლ
თხილნარის ადმინისტრაციული ერთეული
- 416 მეტროს ავტოსადგური-ზედა თხილნარი – 1.00 ლ
- 417 მეტროს ავტოსადგური-თხილნარის მეურნეობა – 1.00 ლ
- 418 მეტროს ავტოსადგური-სიმონეთი – 1.00 ლ
ჭარნალის ადმინისტრაციული ერთეული
- 420 მეტროს ავტოსადგური-ჭარნალი 0.60 ლარი
- 422 მეტროს ავტოსადგური-ჭარნალი (საგინაძეების დასახლება) – 1.00 ლარი
- 423 მეტროს ავტოსადგური-ახალსოფელი (ტეტემაძეების დასახლება) – 1.00 ლარი
ორთაბათუმის ადმინისტრაციული ერთეული
- 424 თბ. მოედანი-ორთაბათუმი – 0.50 ლ
- 425 თბ. მოედანი-კაპრეშუმი – 0.80 ლ
- 426 თბ. მოედანი-მასაურა – 0.80 ლ
- 427 თბ. მოედანი-ყოროლისთავი – 0.80 ლ
- 431 თბ. მოედანი-სამება (სალიბაური) – 0.60 ლ
- 431 თბ. მოედანი-სამება (ეკლესია) – 0.60 ლ
ახალშენის ადმინისტრაციული ერთეული
- 432 თბ. მოედანი-სოფელი ახალშენი მიქელაძეები – 0.60 ლ
- 433 თბ. მოედანი-სოფელი ზედა ახალშენი – 0.60 ლ
- 434 თბ. მოედანი-სოფელი სამება – 0.60 ლ
- 435 თბ. მოედანი-სოფელი სამება (II საჯარო სკოლის მიმართულება) – 0.60 ლ
- 436 თბ. მოედანი-სოფელი განახლება – 0.60 ლ
- 438 თბ. მოედანი-ჯიბინაური – 0.60 ლ
- 439 თბ. მოედანი-ახალშენი (დასახლება გორა) – 0.60 ლ
მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული
- 443 თბ. მოედანი-ქვედა განთიადი – 0.50 ლ
- 444 თბ. მოედანი-მახინჯაური (გოგირდის აბანო) – 0.50 ლ
- 445 თბ. მოედანი-ზედა განთიადი – 0.50 ლ
- 446 თბ. მოედანი-შუა მახინჯაური – 0.50 ლ
ამასთან, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში ახალი მუნიციპალური სამარშრუტო ხაზი ამოქმედდა გონიოს მიმართულებით.
სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებს #20 მიკროავტობუსი 11 წუთიანი ინტერვალით შემდეგი მიმართულებით:
თბილისის მოედანი, ჭავჭავაძის ქ, აბუსერიძის ქ, აეროპორტის გზ, აფსაროსის ქ, კარანელის ქ (გონიო). უკუმიმართულება იგივე.
მიკროავტობუსები მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელებთან გააჩერებენ.
მიკროავტობუსები 07:00-დან 23:00 სთ-მდე იმოძრავებენ.
მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, ბათუმის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმის მუნიციპალური ავტოპარკი 100 ერთეული „EURO 5“-ის სტანდარტის მიკროავტობუსით განახლდა. მათივე თქმით, მიკროავტობუსების შესაძენად 12 528 100 ლარი დაიხარჯა, ახალ მიკროავტობუსებზე კი 250 მძღოლი დასაქმდა.
62 ახალი მიკროავტობუსი ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ხელვაჩაურის მიმართულებებს და ქალაქთან დაკავშირებულ 64 სოფელს მოემსახურება. 38 ერთეული მიკროავტობუსით კი, დამატებით შეიქმნება ქალაქის 5 ახალი, საცდელი მარშრუტი, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, შემოერთებულ ტერიტორიებზე იმოძრავებს.
"წელსვე იგეგმება 25 ერთეული M3 კატეგორიის 12–მეტრიანი „EURO 5“-ის სტანდარტის ავტობუსის შემოყვანა", - ვკითხულობთ ბათუმის მერიის მიერ 29 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.